ბარსელონა Camp Nou-ს მასშტაბურ რეკონსტრუქციას იწყებს
21 ივნისი 2022, 15:49
უახლოეს დღეებში, „ბარსელონა“ საშინაო არენას - „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციას დაიწყებს. ინფორმაცია „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად გამოაცხადა. რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლდება სტადიონის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სხვადასხვა სახის კაფე-ბარები და რესტორნები, გაიზრდება მაყურებელთა ტევადობა და ასევე გადაიხურება ტრიბუნებიც.
სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, კლუბი საშინაო მატჩებს მომდევნო სეზონიდან კვლავ „კამპ ნოუზე“ გამართავს, 2023/24 წლის სეზონიდან კი ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გადაინაცვლებს, რომლის ტევადობაც 55 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი (თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე კამპ ნოუ). შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა სასპონსორო ხელშეკრულება კომპანია Spotify-სთან გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში „კამპ ნოუს“ სახელიც გადაერქმევა და ახალი სეზონიდან „Spotify Cump Nou“ ერქმევა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ბარსელონა Camp Nou-ს მასშტაბურ რეკონსტრუქციას იწყებს