რაიან გიგზმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
21 ივნისი 2022, 15:50
რაიან გიგზმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია უელსის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა.rnrnბრიტანულ მედიაში 48 წლის სპეციალისტის გადადგომის მიზეზად ის სკანდალი სახელდება, რომელშიც გიგზი 2020 წელს გაეხვა. კერძოდ, 2020 წლის ნოემბერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდას ყოფილმა ცოლმა ქეით გრევილმა ფიზიკური თავდასხმისთვის უჩივლა. ამის გამო, გიგზი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკავებულიც იყო. მალევე, ამავე საქმეზე უელსელ სპეციალისტს ბრალი ქეით გრევილის უმცროს დაზე, ემა გრევილზე თავდასხმაშიც წაუყენეს.rnrnაღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 2022 წლის 8 აგვისტოს არის ჩანიშნული, ყოფილი ფეხბურთელი კი ყველა ბრალდებას უარყოფს. ასევე, გიგზს არ სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში მისი პროცესი ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს და ფიქრობს, რომ ეს ფეხბურთელებზე უარყოფითად იმოქმედებს.rnrnშეგახსენებთ, რომ გიგზი უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2018 წელს დაინიშნა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | რაიან გიგზმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა