რომანომ დაადასტურა - ალე დორტმუნდში ითამაშებს
21 ივნისი 2022, 17:49
მას შემდეგ, რაც „დორტმუნდმა“ ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ გაუშვა ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. გერმანული კლუბი ახალგაზრდა ტალანტების გადაბირებით გამოირჩევა.

„ბორუსიას“ ხელმძღვანელობას არც მეტი, არც ნაკლები სებასტიან ალეს შეძენა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, ამ საკითხთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

რომანოს თქმით, „დორტმუნდი“ დარწმუნებულია, რომ ალეს მიმდინარე კვირაში გაიფორმებს. ამის ფიქრის საფუძველს კი ფეხბურთელთან პირადი დეტალები და პირობები შეთანხმებულია. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება

ალეს ბრწყინვალე სეზონი 27 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში გაიბრწყინა. ყველა ტურნირზე ერთად 42 ჩატარებულ შეხვედრაში სებასტიანმა 34 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ალემ 34-დან 8 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.r

კომენტარები (2)
ავატარი Iunaitedi21 ივნისი 2022, 20:33
ვინ რჩება აიქსში? 😃
ავატარი Hazard21 ივნისი 2022, 20:49
Iunaitedi, იყიდიან ვინმეს
სიახლეები | Hazard | რომანომ დაადასტურა - ალე დორტმუნდში ითამაშებს