„ლიდსი“ ადამა ტრაორეთი დაინტერესდა
21 ივნისი 2022, 21:26
„ლიდსი“ ადამა ტრაორეთი დაინტერესდა
„ლიდსი“ „ვულვერჰემპტონის“ ესპანელი გარემარბით, ადამა ტრაორეთი დაინტერესდა - გვამცნობს Football Insider.

წყაროს ინფორმაციით, „ლიდსის“ ხელმძღვანელობა მომავალ სეზონში ტრაორეს საკუთარ სტრუქტურაში ხედავს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მის შეძენას შეეცდება. „მგლები“ 26 წლის ფეხბურთელში 18 მილიონ გირვანქას ითხოვენ.

ტრაორე ამჟამად იჯარის წესით „ბარსელონაში“ თამაშობს, რომლის აღზრდილიც გახლავთ. თუმცა კატალონიური კლუბი მის გამოსყიდვას არ აპირებს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | „ლიდსი“ ადამა ტრაორეთი დაინტერესდა