მილანი გამოირიცხა - რენატო სანჩესმა პსჟ აირჩია
29 ივნისი 2022, 00:10
რამდენიმე კვირის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რენატო სანჩესსა და „მილანს“ შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. „როსონერიმ“ პორტუგალიელ ნახევარმცველს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ..

@@@

როგორც ჩანს, რენატომ აზრი შეიცვალა. იტალიელი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სანჩესი „პარი სენ ჟერმენს“ შეუთანხმდა. ამის მიზეზი კი პარიზული გრანდის ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსია.

კამპოსი და რენატო ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. სწორედ ლუისმა დაარწმუნა ახალგაზრდა პორტუგალიელი, რომ „პარი სენ ჯერმენში“ წასულიყო. ასევე გეტყვით, რომ კამპოსის დამსახურებით მოხვდა სანჩესი მიუნხენის „ბაიერნში“..
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მილანი გამოირიცხა - რენატო სანჩესმა პსჟ აირჩია