შეთანხმება შედგა - რიშარლისონი კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს
30 ივნისი 2022, 14:11
რიშარლისონი კარიერას „ევერტონიდან“ „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.

იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ლონდონური კლუბი 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს პლუს ბონუსებს გადაიხდის. „ტოტენჰემი“ და „ევერტონი“ შეთანხმდნენ ყველა დეტალზე და უკვე დოკუმენტების პირველ ნაწილზე ხელიც მოწერილია.

„სფურსმა“ ბრაზილიელთან პირადი კონტრაქტის პირობებზე სრულ შეთანხმებას მიაღწია.

რიშარლისონი ახლა სამედიცინო შემოწმების გასავლელად მიემართება, რომელიც ბრაზილიაში შედგება.

ივან პერიშიჩისა და ბისუმას შემდეგ, „დეზებისთვის“ ეს მესამე ტრანსფერი იქნება. მალე მოსალოდნელია, რომ ლონდონელები „ბარსელონასგან“ იჯარის წესით კლემან ლენგლესაც გაიფორმებენ.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ევერტონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარები (2)
ავატარი Hazard30 ივნისი 2022, 14:11
afsus
ავატარი Hazard30 ივნისი 2022, 21:36
ჩელსიმ ახევა ცადაო და რა გამოუვიდათ კივერ გავიგე 😃 რო აახიონ მაგარი იქნება
სიახლეები | Hazard | შეთანხმება შედგა - რიშარლისონი კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს