ერნესტო ვალვერდე ბილბაოს ატლეტიკში დაბრუნდა
30 ივნისი 2022, 16:28
58 წლის სპეციალისტი „ატლეტიკის“ მთავარ მწვრთნელად კარიერის განმავლობაში მესამედ იმუშავებს. ვალვერდე ბასკურ კლუბს პირველად 2001-2005 წლებში წვრთნიდა, მეორე ვადით კი 2013-2017 წლებში მუშაობდა. მილი ბოლო კლუბი კატალონიის „ბარსელონა“ იყო, რომელიც 2020 წელს დატოვა, მანამდე კი „ოლიმპიაკოსში“, „ვილიარეალში“, „ვალენსიაში“ და „ესპანიოლში“ მუშაობდა.

კლუბსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. „სან მამესზე“ ვალვერდეს პრეზენტაცია დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ერნესტო ვალვერდე ბილბაოს ატლეტიკში დაბრუნდა