ხელშეუხებელნი - ნეიმარის გარეშე?
1 ივლისი 2022, 12:54
მომავალ სეზონში პსჟ-ს მთავარი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იქნება.

როგორც ფრანგი ჟურნალისტი ადრიენ გრენიერი Le Parisien-ზე დაყრდნობით წერს, გუნდის მთავარ მწვრთნელად კრისტოფ გალტიეს დანიშვნის შემდეგ დონარუმა, აჩრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, მარკო ვერატი, ლიონელ მესი და კილიან მბაპე ყოველთვის იქნებიან სასტარტო შემადგენლობაში, თუ ეს შესაძლებელი იქნება.

@@@

ეგრეთწოდებული „ხელშეუხებელთა“ სიის მსგავსი შეიქმნა, რაც ცოტა არ იყოს გუნდში ახალი მწვრთნელის მისვლის წინ უცნაურია, რადგან ასე დაუსწრებლად პრივილეგირებულების დასახელება როგორც მინიმუმ ნაადრევია.

აღსანიშნავია, რომ სიაში არ იმყოფება ნეიმარი, რომელსაც კლუბი გაყიდვას უპირებს და გუნდში დარჩენის დიდი სურვილი არც თავად ბრაზილიელს აქვს. „ნეის“ მიმართ ბოლო მომენტში ინტერესი „მილანმა“ გამოთქვა.

პოჩეტინო სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
პსჟ-მ მოქმედი სამწვრთნელო შტაბის თანამდებობიდან გათავისუფლების კომპენსაციის საკითხი მოაგვარა.

L'Equipe-ის ცნობით, ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევრომდე მიიღებს. მასში შედის მისი თანაშემწეებისთვის დარიცხული თანხაც.

დღეს მხარეებმა ხელი მოაწერეს ყველა საჭირო დოკუმენტს, ახლა კლუბი მზადაა არგენტინელთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ხელშეუხებელნი - ნეიმარის გარეშე?