კატალონიის „ბარსელონა“ დანებებას არ აპირებს და „ლიდსის“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, რაფინიას გადასაბირებლად ბოლომდე იბრძვის. გავრცელებული ინფორმაციით, „ბლაუგრანამ“ „თეთრებს“ განახლებული წინადადებით მიმართა და ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.
Times-ის ცნობით, „კამპ ნოუს“ ბინადრების წინადადება 60 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობისაა. „ჩელსი“ დაახლოებით ამდენს იხდიდა და „ლიდსთან“ შეთანხმებაც ჰქონდა მიღწეული, მაგრამ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
@@@
საინტერესოა, რომ ფაბრიციო რომანოს თქმით, „ლიდსი“ „ბარსელონას“ შეთავაზებაზე თანხმობის გაცხადებას არ აპირებს. „თეთრები“ გეგმავენ „ლურჯებთან“ მიღწეულ შეთანხმებას პატივი სცენ და თავიანთი ლიდერი „სტემფორდ ბრიჯზე“ გაუშვან. „ლიდსი“ ფეხბურთელისგან და მისი აგენტისგან, დეკუსგან პასუხის მიღებას და „ჩელსიში“ გადასვლაზე თანხმობას ელოდება.
ცნობისთვის, რამდენიმე ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ჩელსიმ“ რაფინიას წინადადებით მიმართა და ყოველწლიურად, ხელფასის სახით, 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა. „არისტოკრატები“ მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ და მიზანთან ძალიან ახლოს არიან.