„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუიჯი ბუფონმა ტურინულ გრანდს დი მარიას შეძენისთვის მწვანე შუქი აუნთო. გავრცელებული ინფორმაციით, „ბებერ ქალბატონი“ არგენტინელ შემტევს შეუთანხმდა და ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება.
44 წლის კარის დარაჯი, რომელიც ჯერ კიდევ პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობს და სერია ბ-ში „პარმას“ ღირსებას იცავს, თვლის, რომ დი მარია „იუვენტუსს“ მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
რა თქვა ბუფონმა?
„ანხელი უნივერსალური ფეხბურთელია. მას გარემარბის, ნახევარმცველის და გამთამაშებლის პოზიციაზე შეუძლია თამაში. იმედი მაქვს, „იუვენტუსი“ მას გადაიბირებს. ისინი ერთად დიდ წარმატებას მიაღწევენ. ჩვენ ვსაუბრობთ ვარსკვლავზე და „ბიანკონერის“ სწორედ ვარსკვლავი სჭირდება.
დი მარია იტალიაში მარადონასავით იქნება. დღევანდელ სერია ა-ში ცოტა ტექნიკური ფეხბურთელი თამაშობს და ანხელი ამ დანაკლისს მნიშვნელოვნად შეავსებდა.“
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი და ანხელ დი მარია ერთად პსჟ-ში 2018/2019 წლების სეზონში თამაშობდნენ. ასევე გეტყვით, რომ არგენტინელი ნახევარმცველის შეძენით „ბარსელონაც“ ინტერესდება, თუმცა ანხელის მაღალი ხელფასი კატალონიელთათვის პრობლემაა და ამ მიზეზის გამო უპირატესობა „იუვენტუსს“ ენიჭება.