მილანმა უარი უთხრა - ბელოტი მონაკოში მიდის
2 ივლისი 2022, 18:55
7-წლიანი ზღაპარი დასრულდა. ანდრეა ბელოტიმ 30 ივნისს ტორინო თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის თავდამსხმელი კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის, ყველანაირი დეტალი შეთანხმებულია და ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურად გამოცხადდება.

გამოცემა Football Italia წერს, რომ ბელოტის ოცნება „მილანში“ თამაში იყო. მეტიც, აგენტმა საკუთარი კლიენტი „როსონერის“ შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. აღნიშნული წყაროს ცნობით, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი ამჟამად სხვა ფეხბურთელებით არის დაინტერესებული.

სწორედ ამიტომ, ანდრეა ბელოტიმ „მონაკოში“ გადაბარგება არჩია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ 28 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ „ტორინო“ 100 მილიონ ევროს ითხოვდა. მისით კი ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორებიც „ჩელსი“, „ატლეტიკო“ და „მილანი“ არიან, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდა არავინ არ ისურვა.
კომენტარები (1)
ავატარი Nukri4 ივლისი 2022, 19:11
100 მილიონი რაამბავია მარა კაი თანხად შეიძლებოდა დაკერვა ამდენხანს რაუნდოდა ტორინოში
სიახლეები | Hazard | მილანმა უარი უთხრა - ბელოტი მონაკოში მიდის