ბარსელონას ულტიმატუმი დემბელეს: "ხელფასი 40 %-ით შეიმცირე"
2 ივლისი 2022, 23:14
ატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. უსმან დემბელე ახლა თავისუფალი აგენტია და „ბარსელონას“ ფეხბურთელი აღარ არის, თუმცა ფრანგ შემტევს ბევრი არჩევანი არ აქვს. საუბარი კვლავ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიდის, თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ჩანს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, დემბელეს ბარსას მიერ შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებს. ამავდროულად, „ბლაუგრანა“ კონტრაქტის გაუმჯობესებას არ აპირებს და თუ უსმანი ამ ყველაფერს არ დათანხმდება ახალი გუნდის პოვნა მოუწევს.

მეტიც, კატალონიური გრანდი ახალგაზრდა ტალანტს ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის ხელფასის შემცირებასაც სთხოვს. ეს კი მისთვის ჯერჯერობით ყოვლად მიუღებელია. SPORT-ის ინფორმაციით, ბარსა დემბელეს ანაზღაურების 40 %-ით შემცირებას სთხოვს. ფრანგი ფეხბურთელი ამას, რომ დათანხმებოდა, კლუბს ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირება შეეძლებოდა.

აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ „ბარსელონამ“ უსმანს ნათლად აუხსნა, რომ სხვა შეთავაზება არ იქნება. გადაწყვეტილება ახლა თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. კლუბსა და დემბელეს შორის ბოლო კონტაქტი გასულ ორშაბათს შედგა. უსმანის დარჩენის მთავარი მომხრე ჩავი ერნანდესია.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეთი „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებოდა, თუმცა საბოლოოდ ალ-ხელაიფიმ მასზე უარი განაცხადა. ახლა კი ფრანგი ვარსკვლავისთვის მხოლოდ ლონდონის „ჩელსი“ იბრძვის
კომენტარები (1)
ავატარი Hazard2 ივლისი 2022, 23:16
რაის ჩელსი იბრძვის, გააჯმევინონ იყოს სადაცაა
სიახლეები | Hazard | ბარსელონას ულტიმატუმი დემბელეს: "ხელფასი 40 %-ით შეიმცირე"