„რატომ მიდის რონალდუ? ყველაფერი ბომბარდირობას უკავშირდება"
4 ივლისი 2022, 14:15
„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ტონი კასკარინომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სურს, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყოს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

„რონალდუ არის ფეხბურთელი, რომელსაც ეგო აქვს. მისი ყოფილი გუნდები წარმატებული იყვნენ და იგი ცდილობდა, ისეთი ყოფილიყო, როგორიც გუნდური ფეხბურთელები არიან. კრიშტიანუს გოლები გააქვს, ჯილდოებს იღებს და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. შეიძლება, ეს ყველაფერი გქონდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ როცა წარუმატებელი პერიოდი გეწყება, პრობლემები გიჩნდება. ეთერს მიღმა ვთქვი, რომ ვეჭვობ, რონალდუს წასვლა იმიტომ უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 141 გოლი აქვს გატანილი, მესის კი - 125. მას არ უნდა, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს და სურს, ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყოს. კრიშტიანუ სწორედ ასეა მოწყობილი“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რონალდუს მომავალთან დაკავშირებით, დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. კრიშტიანუმ „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება გადაწყვიტა და მას რამდენიმე ევროპულ გრანდს უკავშირებენ, რომელთა შორის „ბაიერნიც“ გახლავთ.
კომენტარები (2)
ავატარი Nukri4 ივლისი 2022, 19:07
ლიგის გარეშე არ დარჩებოდა ფაქტია
ავატარი Hazard4 ივლისი 2022, 21:19
Nukri, რო დარჩა ეგეც ფაქტია 😃
სიახლეები | Hazard | „რატომ მიდის რონალდუ? ყველაფერი ბომბარდირობას უკავშირდება"