ორი შეთავაზება ჩელსის
4 ივლისი 2022, 21:37
ლონდონის „ჩელსის“ ორი მეგა ტრანსფერის გაჩარხვის შანსი ჰქონდა. ბრიტანული გამოცემის, Evening Standard-ის ინფორმაციით, „არისტოკრატებს“ კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარის გადაბირება შესთავაზეს და „ლურჯებს“ გარიგებების დახურვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეძლოთ.

როგორც ირკვევა, ლონდონელებს წინადადებით მას შემდეგ მიმართეს, რაც რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება მოითხოვა. პორტუგალიელი თანახმაა, „ოლდ ტრაფორდიდან“ წავიდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი სოლიდურ წინადადებას მიიღებს. „სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებთან დიალოგი კრიშტიანუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა გამართა და პორტუგალიელი კარიერის „ჩელსიში" გაგრძელების პერსპექტივას მიესალმება.

ნეიმარს რაც შეეხება, ტომას ტუხელს არ სურს, რომ ბრაზილიელი საკუთარ გუნდში იხილოს. გერმანელი სპეციალისტი ცდილობს, თავიდან აირიდოს ისეთი შეცდომები, როგორიც რომელუ ლუკაკუს გაფორმება იყო და „ნეის“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლას ეს სერიოზულად აფერხებს. პლუს ამას, „არისტოკრატები“ დარწმუნებული არიან, რომ რაჰიმ სტერლინგს შეიძენენ და მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი „ნისლიან ალბიონზე“ წასასვლელად მზადაა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის წასვლის შესახებ აქტიურად იწერება. „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებმა რეფორმების გატარება გადაწყვიტეს და ერთ-ერთი მთავარი ცვლილება „ნეის“ გაშვებაა. პრობლემა ისაა, რომ ბრაზილიელის მაღალი ხელფასის გამო, მის გაფორმებაზე თანხმობას არავინ აცხადებს, თუმცა პარიზელები მზად არიან, მისი ანაზღაურების ნაწილი დაფარონ.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ორი შეთავაზება ჩელსის