ცნობილია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გუნდიდან გაშვება სთხოვა. ამ ამბის გავრცელების შემდეგ, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა.
5 ოქროს ბურთის მფლობელის ერთ-ერთი მსურველი მიუნხენის „ბაიერნია“, რომელიც კრიშტიანუს რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეკორდმაისტერის“ ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ისაუბრა.
მათეუსი: „რონალდუ „ბაიერნში“ ეს სექსუალური იქნებოდა. თუ გუნდში ფიქრობენ, რომ კრიშტიანუს ისევ აქვს ძალა მაღალ დონეზე სათამაშოდ და მას ლევანდოვსკის ჩანაცვლება შეუძლია, მაშინ რობერტი უნდა გაყიდონ და აღებული ფული პორტუგალიელში დააბანდონ. მე პირადად ასე მოვიქცეოდი. აქ არის მეორე საკითხი. რა ანაზღაურებას დათანხმდება რონალდუ. თუ ის პოლონელის ხელფასზე ითამაშებს „ბაიერნმა“ შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ასე ნაგელსმანი სუპერ შეტევას მიიღებს და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის გადაბირებისთვის „ბარსელონა“ ყველაფერს აკეთებს. როგორც მოგეხსენებათ, რობერტს „რეკორდმაისტერთან“ 1-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს და გუნდის ხელმძღვანელობა მის ბოლომდე შესრულებას ითხოვს. თავად ფეხბურთელს კი „ბლაუგრანაში“ გადასვლა ძალიან უნდა.