60 მილიონი ფუნტი - რაფინიას ბარსელონაში ორშაბათს ელიან
9 ივლისი 2022, 23:55
„ლიდსის“ ბრაზილიელი გარემარბი რაფინია „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოსაა.
@@@
Goal-ის ცნობით, „ბარსამ“ ინგლისელებს ზუსტად ანალოგიური შეთავაზება გაუკეთეს, რაც „ჩელსის“ ჰქონდა - 60 მილიონი ფუნტი, პლუს ბონუსები. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას „ლიდსი“ „არისტოკრატთა“ მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა, თუმცა ისინი რაფინიამ შეაჩერა, რადგან მისთვის პრიორიტეტს „კამპ ნოუზე“ თამაში წარმოადგენს.
@@@
რაფინიასთან პირადი კონტრაქტის პირობები „ბარსამ“ ჯერ კიდევ მაისში შეათანხმა.
@@@
დიდი ალბათობით, „ბარსელონა“ მზადაა რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად „ლიდსს“ 60 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
@@@
„ლიდსსა“ და „ბარსას“ შორის მოლაპარაკებები უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და შეთანხმება სავარაუდოდ მალევე მოხდება. ესპანური Sport-ი წერს, რომ ბრაზილიელ შემტევს ბარსელონაში ორშაბათისთვის ელიან.
@@@
რაფინამ და მისმა აგენტმა დეკომ კლუბებს 48 საათი მისცეს გარიგების დასასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხელახლა დაიწყებენ მოლაპარაკებებს „ჩელსისთან“ პირადი კონტრაქტის პირობებზე.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | 60 მილიონი ფუნტი - რაფინიას ბარსელონაში ორშაბათს ელიან