"მილანი" მალდინის გაანათხოვრებს
26 ივლისი 2022, 14:09
„მილანი“ ლეგენდარული ფეხბურთელის, პაოლო მალდინის შვილს, დანიელ მალდინის „სპეციაში“ გაანათხოვრებს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

20 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბს იჯარით შეუერთდა, მაგრამ მისი გამოსყიდვის უფლება ან ვარიანტი შავ-თეთრებს არ ექნებათ. ინფორმაცია უახლოეს ხანებში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

დანიელ მალდინი „მილანის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2020 წლიდან 24 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, სწორედ „სპეციას“ წინააღმდეგ, თანაც გამარჯვების მომტანი გოლი.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | "მილანი" მალდინის გაანათხოვრებს