კონტემ ნაგელსმანი გააკრიტიკა: "მან უპატივცემულობა გამოიჩინა"
26 ივლისი 2022, 14:11
ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცი იულიან ნაგელსმანი გააკრიტიკა.
@@@
იტალიელი სპეციალისტის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ნაგელსმანმა ჟურნალისტებთან ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა და კონტე ფიქრობს, რომ ეს უპატივცემულობა იყო.
@@@
„რა თქმა უნდა, მე ვარ მწვრთნელი, რომელიც სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ საუბრობს. არ ვიცი, რატომ გააკეთა მან ეს. ჩვენთან ყველაფერი ნათელია, კლუბს აქვს პროექტი და ჰარიც მისი ნაწილია. ყოველ შემთხვევაში სხვა კლუბის მოთამაშეებზე საუბარი კარგი ჟესტი არ არის. თუ ვინმე მაინტერესებს, მივდივარ კლუბთან სასაუბროდ და არა მედიის საშუალებით. ვფიქრობ, ეს ცოტა უპატივცემულობა იყო“, - თქვა კონტემ.
@@@
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი „ბაიერნს“ მას შემდეგ დაუკავშირეს, რაც „რეკორდმაისტერი“ იულიან ნაგელსმანმა დატოვა.
კომენტარები (5)
ავატარი Iunaitedi26 ივლისი 2022, 16:21
Nagelsmani dgesdgeobit yvelaze cudi mwvrtmelia. Marto chacmaze fiqrobs. Drois sakitxia magisi gagdeba
ავატარი Hazard26 ივლისი 2022, 17:15
Iunaitedi, მანჩესტერში რო გინდოდა მახსოვს
ავატარი Iunaitedi26 ივლისი 2022, 19:24
Lampard, ragac armaxsendeba 😃 lopetegi ki
ავატარი Hazard26 ივლისი 2022, 19:25
Iunaitedi, არმიკვირს 😃
ავატარი Hazard27 სექ 2025, 21:33
Iunaitedi, ამორიმს კი აჯობებს ისე ??
სიახლეები | Hazard | კონტემ ნაგელსმანი გააკრიტიკა: "მან უპატივცემულობა გამოიჩინა"