მარიო რუი: "პასებიდან და დრიბლინგებიდანაც ჩანს, რომ კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია"
26 ივლისი 2022, 19:57
იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელმა მარიო რუიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 31 წლის პორტუგალიელი მცველის თქმით, ქართველი ძალიან მოთამაშეა და უხარია, რომ მისი თანაგუნდელია.
@@@
„ჩემი აზრით, კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. ადაპტაციისთვის შესაბამისი დრო დასჭირდება, მაგრამ შესანიშნავი მოთამაშეა, ეს უბრალო პასებიდან და დრიბლინგებიდან ჩანს. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან დაგვეხმარება და საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში გვყავს“, - თქვა პორტუგალიელმა მცველმა.
@@@
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის კასტელ დი სანგროში ემზადება, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ხოლო 15 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება. ნეაპოლელები უახლოეს ამხანაგურ შეხვედრას 27 ივლისს, თურქულ „ადანა დემირსპორთან“ ჩაატარებენ.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მარიო რუი: "პასებიდან და დრიბლინგებიდანაც ჩანს, რომ კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია"