ლუკა ლოჩოშვილის თამაშს სერია A-ს ოთხი გუნდის სკაუტები დააკვირდებიან
27 ივლისი 2022, 23:32
საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიური კლუბების ინტერესის ქვეშ მოექცა.
@@@
Tuttomercato-ს ცნობით, დღეს, „მილანისა“ და „ვოლფსბერგერის“ ამხანაგურ შეხვედრას, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, სერია A-ს ოთხი კლუბის წარმომადგენლები დაესწრებიან და ამის მიზეზი ლოჩოშვილია.
@@@
ქართველ მცველს „ტორინოს“, „სამპდორიას“, „ვერონასა“ და „უდინეზეს“ სკაუტები დააკვირდებიან. ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული დეტალი უცნობია.
@@@
24 წლის ლოჩოშვილს „ვოლფსბერგერში“ 2020 წლიდან 69 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. მას ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლუკამ საქართველოს ნაკრებში ორჯერ ითამაშა (ბულგარეთთან და ესპანეთთან გასულ წელს წაგებულ მატჩებში).
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ლუკა ლოჩოშვილის თამაშს სერია A-ს ოთხი გუნდის სკაუტები დააკვირდებიან