ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური საგოლე პასი "ადანა დემირსპორთან"
28 ივლისი 2022, 12:32
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ პრესეზონის ნამდვილად ნათელი წერტილია და ეს გადაუჭარბებლად.
@@@
ქართველმა ფეხბურთელმა თურქულ „ადანა დემირსპორთან“ ამხანაგურ მატჩში საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, რადგან 46-ე წუთზე ელიფ ელმასი შეცვალა. 55-ე წუთზე კი ძალიან მოხდენილი, ეფექტური, ჭკვიანური და ზუსტი პასით ირვინგ ლოზანო მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.
@@@
კვარაცხელია ამის შემდგომაც თავის გუნდში ყველაზე აქტიური იყო, რამდენჯერე გოლის გატანის შანსი მიეცა, თუმცა ვერ გამოიყენა. განსაკუთრებით ერთ მონენტში იყო ახლოს, მაგრამ მეკარემ აჯობა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა 74-ე და 87-ე წუთებზე ორი პენალტი გაუშვა, თუმცა, მარცხს მაინც გადაურჩა, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლოსანომ დუბლი შეასრულა - 2:2. ვთქვათ ისიც, რომ ერთ ეპიზოდში ხვიჩამ ხელი იტკინა და თამაში შეხვეული ხელით განაგრძო.
@@@
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ჯერჯერობით სამი ამხანაგური თამაში ჩაატარა, სამივეში მოედანზე მხოლოდ 45-45 წუთი დაჰყო და ამის მიუხედავად უკვე მოასწრო 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 31 ივლისს, ესპანურ "მალიორკასთან" გამართავს.

კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური საგოლე პასი "ადანა დემირსპორთან"