ანჩელოტი ბენზემას სათამაშო ფორმის შესახებ: „ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდება“
28 ივლისი 2022, 12:34
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას ამჟამინდელი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა.
@@@
„ბენზემა ცუდ ფორმაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვარჯიშობდა. ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდება.
@@@
საერთოდ, ბევრს ვმუშაობთ და ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები არიან. „იუვენტუსთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ მოვუკლებთ დატვირთვებს და ასეთ რეჟიმში გავაგრძელებთ უეფას სუპერთასისთვის მზადებას.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
@@@
უეფას სუპერთასის მატჩი 10 აგვისტოს გაიმართება ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე. მადრიდის „რეალი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები (1)
ავატარი Hazard28 ივლისი 2022, 12:36
ეს მაგარი აფერისტია 😃
სიახლეები | Hazard | ანჩელოტი ბენზემას სათამაშო ფორმის შესახებ: „ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდება“