ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ გამომგდებმა ბრატისლავის „სლოვანმა“ უნგრულ „ფერენცვაროშთან“ საკუთარ მოედანზე მძიმე მარცხი იგემა.
@@@
პირველი შეხვედრის 2:1-ის მოგების შემდეგ, ვლადიმირ ვაისი გუნდი შინ 1:4 დამარცხდა. შეხვედრა ამჯერადაც დრამატული გამოდგა და ამჯერადაც გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა.
@@@
პირველი ტაიმი „ფერენცვაროშმა“ 2:0 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოუმატეს და 70-ე წუთზე ვერნონ დე მარკომ ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. ამ შედეგზე დამატებითი ტაიმები ინიშნებოდა.
@@@
89-ე და 95-ე წუთებზე ტრაორემ და ლაიდუნიმ დიდი ძალებით შეტევაში ასული „სლოვანი“ კონტრშეტევაზე დასაჯეს და ბრატისლაველებმა იგივე სცენარითვე წააგეს, როგორითაც ბათუმის „დინამოს“ მოუგეს და ასევე უნგრეთში „ფერენცვაროშსაც“.
@@@
რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, სამივე კაშიაც, კანკავაც და ჩაკვეტაძეც სასტარტოში იყვნენ. სამივე მათგანმა თითქმის სრულად ითამაშა, კანკავა 93-ე წუთზე შეცვალეს.