ტრავმა მძიმე ჩანს - პოგბამ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს
28 ივლისი 2022, 12:49
პოლ პოგბამ ტრავმის გამო არა 2 თვე, არამედ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვოს.
ფრანგ ნახევარმცველს მუხლის ტრავმა აქვს. ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს მარჯვენა მუხლი დაიზიანა. ამის შემდეგ დადგინდა, რომ მას მენისკის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ის ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებდა.
თუმცა, ზიანი შეიძლება უფრო სერიოზული იყოს.
@@@
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ფაბიანა დელა ვალე ამტკიცებს, რომ ფრანგმა შესაძლოა 2022 წელს ვეღარ ითამაშოს და მოედანს 2023 წლის დასაწყისში დაუბრუნდეს.

@@@
ამ შემთხვევაში პოგბა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებში ვერ ითამაშებს.
აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი სპეციალისტებთან კონსულტაციებს გადის და გამოჯანმრთელების უსწრაფეს გზას ეძებს. ცნობილია, რომ მან უარი თქვა ოპერაციაზე. @@@
„იუვენტუსმა“ მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო. ტურინელები საულ ნიგესისა და მირალემ პიანიჩის კანდიდატურებს განიხილავენ. შესაძლოა „ბებერმა ქალბატონმა“ ორივე მათგანი გაიფორმოს.
კომენტარები (1)
ავატარი Hazard28 ივლისი 2022, 12:50
cirkia 😃
სიახლეები | Hazard | ტრავმა მძიმე ჩანს - პოგბამ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს