Msoflio chempionati

0 2
ავატარი
Nukri
#1

ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო
ჩემპიონატი — ფეხბურთის
ასოციაციათა საერთაშორისო
ფედერაციის წევრი ქვეყნების
მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო
გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი.
ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან
ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942
და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე
მსოფლიო ომის გამო არ
ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია
გერმანია .
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო
რაუნდები სამი წლის განმავლობაში
(ევროპაში თითქმის ორი წელი)
მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ
ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის
სტადიონებზე, დაახლოებით ერთი
თვის განმავლობაში 32 ეროვნული
გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.
დღემდე ჩატარებულ 19 ჩემპიონატში
რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო
თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს
ბრაზილია , რომელიც ტურნირის
ხუთგზის გამარჯვებულია, მას
მოჰყვებიან იტალია და გერმანია
ოთხი გამარჯვებით. ორჯერ
გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ ,
ხოლო თითო გამარჯვება აქვთ
ინგლისის , საფრანგეთისა და
ესპანეთის ნაკრებებს.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს
ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს
მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის
ფინალურ მატჩს დაახლოებით 715,1
მილიონი ადამიანი ადევნებდა
თვალყურს ტელევიზიით. [1]
ისტორია
წინაისტორია და პირველი
ჩემპიონატი

ურუგვაის 1930 წლის ნაკრები —
მსოფლიოს პირველი ჩემპიონები
ფეხბურთის ისტორიაში პირველი
საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა
1872 წელს გლაზგოში , შოტლანდიისა
და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს
შორის (დასრულდა ანგარიშით 0–0),
[2] პირველი საერთაშორისო
ტურნირი კი 1884 წელს, რომელსაც
დიდი ბრიტანეთის საშინაო
ჩემპიონატი ეწოდა. [3] ფეხბურთის
პოპულარობა განსაკუთრებით
გაიზარდა XIX საუკუნის მიწურულს და
სპორტის ეს სახეობა შეტანილ იქნა
1900 და 1904 წლების ზაფხულის
ოლიმპიურ თამაშებზე , თუმცა
პრიზიორები მედლებით არ
დაჯილდოვდნენ.
1906 წელს ახალდაარსებულმა ფიფა-
მ შვეიცარიაში ჩაატარა პირველი
საერთაშორისო ტურნირი ქვეყნების
გუნდებს შორის, თუმცა ფიფა-ს
ოფიციალური ისტორიის თანახმად
ტურნირი „ჩავარდა“. [4]
1908 წელს ლონდონში გაიმართა
მორიგი ოლიმპიური თამაშები , სადაც
ფეხბურთი უკვე ოლიმპიადის
ოფიციალური სახეობა იყო. ოქროს
მედლები ინგლისის ნაკრებმა
მოიპოვა. შეჯიბრში მხოლოდ
მოყვარულები მონაწილეობდნენ,
აქედან გამომდინარე, მას უფრო
შოუს სახე ჰქონდა, ვიდრე ტურნირის.
1909 წელს ტურინში შოტლანდიელმა
ბარონეტმა სერ თომას ლიპტონმა
ჩაატარა თავისივე სახელობის თასის
გათამაშება, სადაც არა ეროვნული
ნაკრებები, არამედ ინდივიდიალური
კლუბები მონაწილეობდნენ, თუმცა
თითოეული მათგანი ერთ
კონკრეტულ ქვეყანას წარადგენდა.
ეს ტურნირი ზოგჯერ იხსენიება,
როგორც მსოფლიოს პირველი
ჩემპიონატი . [5] ტურნირში
გამოდიოდნენ პრესტიჟული
პროფესიონალური კლუბები
იტალიიდან , გერმანიიდან ,
შვეიცარიიდან , თუმცა ინგლისის
ფეხბურთის ასოციაციამ უარი
განაცხადა კლუბების გაგზავნაზე.
სანაცვლოდ, ლიპტონმა მიიწვია
სამოყვარულო დასავლეთ ოკლენდის
გუნდი, დარემის საგრაფოდან.
დასავლეთ ოკლენდის გუნდმა
მოახერხა ტურნირში გამარჯვება,
ორი წლის შემდეგ კი ტიტულის
წარმატებით დაცვა.

სერ თომას ლიპტონი
1914 წელს ფიფა-მ თავის თავზე აიღო
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის
ჩატარების ორგანიზება. [6] 1920 წლის
ოლიმპიურ თამაშებზე გაიმართა
ტურნირი ფეხბურთში — მსოფლიოს
პირველი საერთაშორისო
საფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც
ბელგიის ნაკრებმა მოიგო. [7]
ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული
საფეხბურთო ტურნირების გამო
ფიფა-ს ხელმძღვანელობამ
გადაწყვიტა ჩაეტარებინა
საკუთუთარი საერთაშორისო
ჩემპიონატი. 1928 წლის 28 მაისს ,
ამსტერდამში, ფიფა-ს კონგრესმა
მიიღო ოფიციალური
გადაწყვეტილება მსოფლიო
ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. [8]
ჩემპიონატის პირველი გათამაშების
მასპინძელ ქვეყნად დასახელდა
ურუგვაი .
შერჩეული ქვეყნების ფედერაციებს
გაეგზავნათ მოწვევა ნაკრებების
გამოგზავნის თხოვნის შესახებ,
თუმცა მასპინძელ ქვეყნად ურუგვაის
არჩევა ევროპული ქვეყნებისათვის,
ატლანტის ოკეანის გავლით, გრძელ
და ძვირადღირებულ მგზავრობას
მოითხოვდა, ამიტომაც
თავდაპირველად არც ერთ ევროპულ
ქვეყანას ფიფა-სთვის მოწვევაზე
თანხმობა არ მიუცია. საბოლოოდ,
ურუგვაიში ბელგიის , საფრანგეთის,
რუმინეთისა და იუგოსლავიის
ნაკრებები ჩავიდნენ. ჯამში,
ჩემპიონატში ცამეტი ქვეყნის
ნაკრები მონაწილეობდა: შვიდი
სამხრეთ ამერიკიდან , ოთხი
ევროპიდან და ორი ჩრდილოეთ
ამერიკიდან .
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი
შეხვედრები გაიმართა 1930 წლის 13
ივლისს და დასრულდა საფრანგეთისა
და აშშ-ის ნაკრებების გამარჯვებით,
რომლებმაც, შესაბამისად, მექსიკა 4–
1 და ბელგია 3–0 დაამარცხეს.
პირველი გოლი მსოფლიო
ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა
ფრანგმა ლუსიენ ლორანმა. [9]
ფინალში, ურუგვაიმ 93 ათასი
მაყურებლის წინაშე დაამარცხა
არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4–2
და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის
პირველი გამარჯვებული. [10]
მეორე მსოფლიო ომამდე

ჰავრის სტადიონი: ჰოლანდია –
ჩეხოსლოვაკია (193😎
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის
დაარსების შემდეგ, ზაფხულის 1932
წლის ოლიმპიურ თამაშებზე
(მასპინძელი ლოს-ანჯელესი )
ფეხბურთი არ შეუტანიათ, რაც აშშ-ში
ფეხბურთის არაპოპულარობით იყო
განპირობებული. ფიფა და
საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტი ვერ შეთანხმდნენ
მოხალისე ფეხბურთელთა
სტატუსზეც. [11] შედეგად, 1932 წლის
ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი
არ ჩატარებულა. ფეხბურთი
ოლიმპიადას 1936 წელს დაუბრუნდა,
თუმცა ამ დროისათვის ოლიმპიური
ფეხბურთი, უკვე უფრო პრესტიჟული
მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე,
ნაკლები პოპულარობით
სარგებლობდა.
ჩემპიონატის პირველი წლების
სიძნელეები, უპირველეს ყოვლისა
ტრანსკონტინენტალური მგზავრობის
პრობლემა, კიდევ უფრო გაამწვავა
ევროპაში დაწყებულმა მეორე
მსოფლიო ომმა . ომის გამო გაუქმდა
1942 და 1946 წლების ჩემპიონატები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
1950 წელს (მასპინძელი ბრაზილია )
ჩემპიონატში პირველად მიიღეს
მონაწილეობა ინგლისელებმა .
ბრიტანულმა გუნდებმა ფიფა 1920
წელს დატოვეს, იმ მიზეზით, რომ არ
სურდათ იმ ქვეყნების გუნდებთან
თამაში, რომელთანაც ისინი ომში
იყვნენ ჩაბმული, [12] თუმცა 1946
წელს, ფიფა-ს მოწვევით კვლავ
დაუბრუნდნენ ორგანიზაციას. [13]
ამავე წელს, ჩემპიონატს
დაუბრუნდნენ პირველი გათამაშების
გამარჯვებულები — ურუგვაელებიც ,
რომლებმაც წინა ორ ჩემპიონატს
ბოიკოტი გამოუცხადეს.
ურუგვაელებმა მასპინძელი
ბრაზილიის დამარცხების შემდეგ
კვლავ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.
მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები
და მასპინძლები.
1934 წლიდან 1978 წლამდე თითოეულ
ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა,
გარდა 1938 წლისა, როდესაც
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე
ავსტრია გერმანიამ დაიპყრო და 1950
წლისა, როდესაც ტურნირში
მონაწილეობა ინდოეთის,
შოტლანდიისა და თურქეთის
ნაკრებებმა არ მიიღეს. [14]
32-გუნდიანი ფორმატი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე
გუნდების რაოდენობა 1982 წელს 24-
მდე,[15] 1998 წელს კი — 32 გუნდამდე
გაიზარდა,[16] რითაც მეტი გუნდის
გამოყვანა გახდა შესაძლებელი
აფრიკიდან , აზიიდან , ჩრდილოეთ
ამერიკიდან . შესაბამისად, იმატა
მათმა წარმატებებმაც:
მეოთხედფინალში გასვლა
მოახერხეს მექსიკამ ( 1986 ),
კამერუნმა ( 1990 ), სენეგალმა და აშშ-
მა (ორივე 2002 ), განამ ( 2010 ), კოსტა-
რიკამ ( 2014 ). 2002 წელს მეოთხე
ადგილზე დაასრულა ასპარეზობა
სამხრეთ კორეის ნაკრებმა.
2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის
საკვალიფიკაციო ეტაპზე
მონაწილეობდა 200, 2006 წლისაზე —
198, ხოლო 2010 წლისაზე — 204
ქვეყნის ნაკრები. [17]
ფიფა-ს სხვა ტურნირები
1991 წელს ჩინეთში ჩატარდა ქალთა
პირველი მსოფლიო საფეხბურთო
ჩემპიონატი . [18] პირველი
ჩემპიონატის საგზურისათვის 49
გუნდი იბრძოდა, 2007 წლისათვის
მათი რიცხვი 120-მდე იყო გაზრდილი.
ქალთა ფეხბურთის დებიუტი
ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წელს
გაიმართა.
ფიფა-ს კონფედერაციის თასი
ტარდება მსოფლიო ჩემპიონატამდე
ერთი წლით ადრე, სადაც ერთმანეთს
ეჯიბრება ფიფა-ს ექვსივე
კონფედერაციის გამარჯვებული,
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის
მოქმედი მფლობელი და მომავალი
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი
ქვეყნის ნაკრები. [19]
ფიფა-ს ორგანიზებით ტარდება
საერთაშორისო ტურნირები
ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის: ოც
წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი ,
ჩვიდმეტ წლამდე მსოფლიო
ჩემპიონატი , ასევე მსოფლიო
საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი
და სხვა.
თასი
1930 -1970 წლებში ჩემპიონატის
გამარჯვებულები ჟიულ რიმეს (ფიფა-
ს პრეზიდენტი) სახელობის თასით
ჯილდოვდებოდნენ. 1970 წელს,
ბრაზილიამ , მოიპოვა რა ჩემპიონის
წოდება მესამეჯერ, თასი სამუდამოდ
დაისაკუთრა. თუმცა, 1983 წელს თასი
მოიპარეს. [20]
1970 წლის შემდეგ შეიქმნა ახალი
თასი. ფიფა-ს ექსპერტებმა შვიდი
სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილეს 53
წარმოდგენილი მოდელი.
საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა
იტალიელ სილვიო გაზანიგას
ვერსიაზე. თასის სიმაღლეა 36 სმ ,
დამზადებულია თვრამეტკარატიანი
ოქროსაგან , იწონის 6,175 კგ-ს .
გამოსახულია ადამიანის ორი ფიგურა,
რომელთაც ხელებში გლობუსი
უჭირავთ. ქვედა ნაწილზე
ამოტვიფრულია გამართული
ჩემპიონატების წლები და
გამარჯვებულები, დაწყებული 1974
წლიდან. [21]
მსოფლიო თასი გამარჯვებულებს
დროებით, მომდევნო გათამაშების
ჩატარებამდე ენიჭებათ, თუმცა
სამუდამოდ რჩებათ თასის ოქროთი
მოჭედილი რეპროდუქცია. [22]
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამ
ადგილზე გასული გუნდის წევრები
(ფეხბურთელები და მწვრთნელები)
ჯილდოვდებიან მედლებით: ოქროსი
(გამარჯვებულები), ვერცხლის
(ფინალისტები) და ბრინჯაოსი
(მესამე-ადგილოსნები). 2002 წლის
ჩემპიონატზე მედლებით
დაჯილდოვდა მეოთხე ადგილზე
გასული მასპინძელი სამხრეთი
კორეის ნაკრებიც . 1978 წლამდე
მედლებს მხოლოდ თერთმეტი
ფეხბურთელი იღებდა. 2007 წლის
ნოემბერში ფიფა-ს
ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ
1930 -1974 წლების ჩემპიონატების
გამარჯვებული ნაკრებების ყველა
წევრი ოქროს მედალს მიიღებდა. [23]
[24][25]
ფორმატი
კვალიფიკაცია
დაწყებული 1934 წლიდან მსოფლიო
ჩემპიონატის ფინალური ეტაპის
საგზურისათვის ტარდება
საკვალიფიკაციო ეტაპი. [26]
საკვალიფიკაციო რაუნდის დაწყების
წინ ფიფა თავისი ექვსივე
კონტინენტური ზონისათვის ( აფრიკა ,
აზია, ჩრდილო და ცენტრალური
ამერიკა, სამხრეთი ამერიკა,
ოკეანეთი, ევროპა ) წინასწარ
საზღვრავს ფინალურ ეტაპზე
გამსვლელი გუნდების რაოდენობას.
საკვალიფიკაციო პროცესი ფინალური
ეტაპის დაწყებამდე სამი წლით ადრე
იწყება და ორი წელი გრძელდება.
კონფედერაციების საკვალიფიკაციო
ფორმატები განსხვავდება. 1938
წლიდან მოყოლებული, ჩემპიონატის
მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს
ავტომატურად ენიჭება საგზური და
როგორც წესი, საკვალიფიკაციო
რაუნდში არ მონაწილეობს. 1938 -2002
წლებში ჩემპიონატის საგზური
ავტომატურად მოქმედ ჩემპიონსაც
ენიჭებოდა, თუმცა 2006 წლის შემდეგ
მასაც უწევს მსოფლიო ჩემპიონატის
საგზურისათვის ბრძოლა. ბრაზილია
იყო პირველი მოქმედი ჩემპიონი
(2002 წლის გამარჯვებული),
რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი
გაიარა. [27]
ფინალური ეტაპი
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ
ეტაპზე, რომელიც დაახლოებით ერთ
თვეს გრძელდება, მონაწილეობას
იღებს 32 ეროვნული ნაკრები.
ჩემპიონატი ორ ეტაპად ტარდება:
ჯგუფური და პლეი-ოფი . [28]
ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რვა 4-
გუნდიან ჯგუფებში ნაწილდება.
ჯგუფში სულ სამი ტურია და
თითოეული გუნდი სამჯერ თამაშობს
(ყველა ნაკრებთან ერთხელ). მატჩის
მოგების შემთხვევაში გუნდს 3 ქულა
ენიჭება, ფრეს შემთხვევაში — ორივე
გუნდს თითო-თითო ქულა, წაგების
შემთხვევაში კი — ნული ( 1994
წლამდე მოგებისათვის გუნდს ორი
ქულა ენიჭებოდა). ჯგუფის პირველ
და მეორე ადგილებზე გასული
ნაკრებები პლეი-ოფში გადიან.
ჯგუფში გუნდები შემდეგი
მაჩვენებლებით ფასდებიან: [29]
ქულათა უკეთესი რაოდენობის
მიხედვით;
გატანილ და გაშვებულ გოლთა
უკეთესი სხვაობის მიხედვით;
გატანილი გოლების მიხედვით;
თუ ზემოთ ჩამოთვლილმა
მაჩვენებლებმა ვერ გამოავლინა
ჯგუფიდან გამსვლელი გუნდ(ებ)ის
ვინაობა, მაშინ ის შეფასდება:
ქულათა უკეთესი რაოდენობის
მიხედვით თანაბარმაჩვენებლიან
გუნდთან მიმართებაში;
გატანილ და გაშვებულ გოლთა
უკეთესი სხვაობის მიხედვით
თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან
მიმართებაში;
გატანილი გოლების მიხედვით
თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან
მიმართებაში;
თუ გამსვლელი გუნდ(ებ)ის
ვინაობა მაინც ვერ გამოვლინდა,
მაშინ ეს კენჭისყრით გადაწყდება.
პლეი-ოფის რაუნდში, გუნდი
მხოლოდ ერთხელ თამაშობს, წაგების
შემთხვევაში ეთიშება შეჯიბრს.
მატჩში „ფრეს“ დაფიქსირების
შემთხვევაში ინიშნება დამატებითი
დრო, შემდეგ —
თერთმეტმეტრიანების სერია . პლეი-
ოფი მერვედფინალური რაუნდით
იწყება, შემდეგ მოყვება
მეოთხედფინალი, ნახევარფინალი,
მატჩი მესამე ადგილისათვის
(დამარცხებული
ნახევარფინალისტები) და ფინალი.
მასპინძლები
მთავარი სტატია : ფიფა-ს
მსოფლიო ჩემპიონატის
მასპინძლები .
შერჩევის პროცესი
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის
ადრეულ პერიოდში ჩემპიონატის
მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს
კონგრესი არჩევდა. სიშორის გამო
ევროპული ქვეყნებისათვის დიდი
პრობლემა იყო ნაკრების სამხრეთ
ამერიკაში გაგზავნა, და პირიქით.
მაგალითად, ჩემპიონატის პირველ
გათამაშებაში მხოლოდ ოთხი
ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა.
[30] 1934 და 1938 წლის ჩემპიონატები
ევროპაში გაიმართა. საფრანგეთში
ჩატარებულ გათამაშებას ბოიკოტი
გამოუცხადეს არგენტინამ და
ურუგვაიმ. [31]
1958 წელს , მომავალი
კონფლიქტების თავიდან
ასაცილებლად, ფიფა-მ გადაწყვიტა
ჩემპიონატი ამერიკის კონტინენტზე
და ევროპაში მორიგეობით
ჩაეტარებინა. ამ წესმა 1998 წლამდე
იარსება. 2002 წლის გათამაშება
პირველი იყო, რომელიც ჩატარდა
აზიაში და რომელსაც ორმა ქვეყანამ
უმასპინძლა ( სამხრეთი კორეა და
იაპონია ). [32] 2010 წელს სამხრეთი
აფრიკა პირველი აფრიკული ქვეყანა
გახდა, რომელმაც მსოფლიო
ჩემპიონატს უმასპინძლა, ხოლო 2014
წელს ბრაზილია პირველი
სამხრეთამერიკული მასპინძელი
იქნება 1978 წლის შემდეგ. [33]
მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს
აღმასრულებელი კომიტეტი
კენჭისყრის წესით ირჩევს. როგორც
წესი, მასპინძელი ჩემპიონატამდე 6-7
წლის ადრე სახელდება. თუმცა
გამონაკლის შემთხვევებში
რამდენიმე გათამაშების მასპინძელი
ერთდროულად სახელდება.
მაგალითად, ასე მოხდა 2010 წელს,
როდესაც 2018 და 2022 წლების
მასპინძლები ერთდროულად
გამოცხადდნენ ( რუსეთი და ყატარი ,
შესაბამისად). [34]
2010 და 2014 წლებისათვის წინასწარ
იყო განსაზღვრული მასპინძელი
კონტინენტი (აფრიკა 2010 და
სამხრეთი ამერიკა 2014 წელს). თუმცა
2018 წლიდან დაწყებული ნებისმიერი
კონტინენტის ქვეყანას შეუძლია
ჩემპიონატის მასპინძლობა, გარდა იმ
კონტინენტიდან, რომელმაც წინა ორ
გათამაშებას უმასპინძლა ზედიზედ.
ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი
გახდა ის ფაქტი, რომ 2014
წლისათვის ბრაზილია მასპინძლობის
ერთადერთი კანდიდატი იყო. [35]
მასპინძელთა მონაწილეობა
დღემდე რვა ეროვნულ ნაკრებს აქვს
მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის
ტიტული. აქედან ექვსი გახდა
ჩემპიონი საკუთარ ქვეყანაში.
გამონაკლისია ბრაზილია , რომელმაც
1950 წლის ჩემპიონატზე მეორე
ადგილი დაიკავა და ესპანეთი ,
რომელიც 1982 წელს მეორე რაუნდს
ვერ გასცდა. ინგლისმა (1966) და
საფრანგეთმა (199😎 თავიანთი
ერთადერთი ტიტული მასპინძლის
რანგში მოიგეს.
თავიანთ ქვეყანაში წარმატებით
იასპარეზეს სხვა ნაკრებებმაც:
შვედეთი (1958, მეორე ადგილი),
ჩილე (1962, მესამე ადგილი),
სამხრეთი კორეა (2002, მეოთხე
ადგილი), მექსიკა (1970 და 1986,
მეოთხედფინალები). [36][37][38][39]
[40]
სამხრეთი აფრიკა ერთადერთი
მასპინძელი ნაკრები იყო (2010)
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში,
რომელიც პირველ რაუნდს ვერ
გასცდა.
ორგანიზება და მედია
მაუწყებლობა
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის
ტელევიზიის საშუალებით ყურება
პირველად 1954 წელს იყო
შესაძლებელი. დღესდღეობით იგი
ყველა პოპულარული სპორტული
ღონისძიებაა. 2006 წლის
ჩემპიონატის ფინალურ მატჩს 715.1
მილიონმა ადამიანმა მიადევნა
თვალყური, [1] ამავე გათამაშების
ჯგუფური ეტაპის კენჭისყრას კი 300
მილიონმა ადამიანმა. [41]
თითოეულ გათამაშებას, 1966 წლიდან,
აქვს თილისმა ან ლოგო . „World Cup
Willie“ (1966) პირველი თილისმა იყო
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.
[42]

მსგავსი თემები