Europa liga

0 2
ავატარი
Nukri
#1

უეფა-ს ევროპის ლიგა ( ინგლ. UEFA
Europa League) — საფეხბურთო
ტურნირი ევროპის ქვეყნების
კლუბებს შორის, რომლის
ორგანიზატორია უეფა . უეფა-ს
ევროპის ლიგა ყველაზე
პოპულალური საკლუბო საფეხბურთო
ტურნირია ევროპაში ჩემპიონთა
ლიგის შემდეგ. კლუბების
კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპის
ლიგაზე დამოკიდებულია მათ
შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და
ადგილობრივი თასების
შეჯიბრებებში.
ტურნირი, უეფა-ს თასის
სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა
და მან შეცვალა საქალაქთაშორისო
ბაზრობათა თასი, რომელიც 1955
წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს
თასთან. 2009 წელს ტურნირს სახელი
გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს
ევროპის ლიგა .
„სევილია“ ტურნირის მოქმედი
გამარჯვებულია. მან 2014 წლის 14
მაისს, ტურინში , ლისაბონის
„ბენფიკა“ დაამარცხა.
ისტორია
უეფა-ს თასმა უფრო ადრე
დაარსებული საქალაქთაშორისო
ბაზრობათა თასის ადგილი დაიკავა.
საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი
1955 წელს დაარსდა შვეიცარიელი
ერნსტ ტომენის, იტალიელი
ოტორინო ბარაზისა და ინგლისელი
სერ სტენლი როუზის იდეით. შეჯიბრი
იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის
იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის
დიდი ბაზრობები ტარდებოდა და
ფეხბურთის პოპულარიზაციასთან
ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა
და ფინანსურ მოგებას ისახავდა
მიზნად. [1] 1960-იანი წლების
ბოლოსათვის ბაზრობათა თასი
ძალიან პოპულარული გახდა და
საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ
ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი უეფა -მ
ითავა და 1971-1972 წლებში
პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-
ს თასის“ სახელით. გათამაშების
პირველი გამარჯვებული ინგლისური
„ტოტენჰემ ჰოტსპური“ გახდა,
რომელმაც თანამემამულე
„ვულვერჰემპტონ უონდერერსი“
ორმატჩიან დუელში დაამარცხა. [2]
ტრადიციულად, უეფა-ს თასზე
ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-
ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა
1999 წელს, მას შემდეგ რაც უეფა-ს
თასების მფლობელთა თასი გაუქმდა,
ეროვნულ სათასო პირველობების
გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს
თასზე დაიწყეს ასპარეზობა. [3]
დაარსებიდან 2004 წლამდე ტურნირი
ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა,
2004-2005 წლების სეზონიდან კი
დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ
ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან
ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების
გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი
და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ
ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.
[3]
2009-2010 წლებიდან ტურნირს
სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს
ევროპის ლიგა“. [4] შეიცვალა
ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი
მონაწილეობს და 12 4-გუნდიან
ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების
გამარჯვებულები და მეორე-
ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან,
სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის მესამე-
ადგილოსნები ემატებათ, და
ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ
ასპარეზობას. [3]
თასი
ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი
ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა,
სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23
სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების
შემდეგ, ეს თასი შამპანურით ივსება
და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის.
აღნიშნული ქმნილება 1972 წელს
მილანელმა ოსტატმა, ბერტონიმ
დაამზადა და მაშინ ეს თასი
დღევანდელი 30 ათასი ევროს
ეკვივალენტი დაჯდა. მართალია,
უეფას თასი ჩემპიონთა თასივით არ
ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს,
მაგრამ მაინც ელეგანტურად
გამოუყურება.
უეფას თასი გარდამავალია.
ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ
წელს ინახავს, შემდეგ კი უეფა ამ
გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის
თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ
ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც
მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს.
სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ
გუნდს ჩაბარდება, რომელიც
ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს,
ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე
გაზრდის.
გოლების სტატისტიკა
მონაცემები მოცემულია 2014 წლის
14 მაისის მდგომარეობით,
საკვალიფიკაციოს ჩათვლით.
ადგი
ლი
მოთამაშე გოლ
ი
1 ჰენრიკ ლარსონი 40
2 რადამელ ფალკაო 31
3 კლას-იან
ჰუნტელაარი
30
4 დიტერ მიულერი 29
5 შოთა არველაძე 27
6 ალესანდრო
ალტობელი
25
7 მლადენ პეტრიჩი 24
8 კლაუდიო პიზარო 24
9 იუპ ჰაინკესი 23
10 მარტინ ჩივერსი 22

მსგავსი თემები