რამ შექმნა ბარსა?
17 4
1899 წლის 22 ოქტომბერს, კატალონიაში მცხოვრებმა შვეიცარიელმა, ჟოან გამპერმა, ახალი გუნდის დაარსების ინიციატივა გამოთქვა და ამის შესახებ ინფორმაცია სპორტულ გაზეთში გამოაქვეყნა. აღნიშნული საკითხით, რამდენიმე შეძლებული პიროვნება დაინტერესდა, რამაც კატალონიის "ბარსელონას" შექმნა განაპირობა.
დღევანდელობის გადმოსახედიდან, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა, დიდების მწვერვალამდე საკმაოდ დიდი პერიოდი განვლო. 117 წლიანი ისტორიის განმავლობაში, კატალონიური გრანდი მუდმივად განვითარების გზას მიყვებოდა და ახლაც ასე გრძელდება. ხშირი იყო უთანხმოება, კონფლიქტი, ჩავარდნები, კრიტიკაც და სხვა ბუნებრივი მოვლენებიც..

"ბარსელონას" გაგონებისას, "ბლაუგრანას" გულშემატკივრების პირველ რიგში იოჰან კრუიფის სახელი "ამოტივტივდებათ" ხოლმე. "მფრინავი ჰოლანდიელის" მუშაობა, რომელიც როგორც საფეხბურთო, ისე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "ბარსას" სასიკეთოდ იყო მიმართული, მადრიდის "რეალის" ჰეგემონიის დასამარების წინაპირობად იქცა.
1974 წელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უფროსობამ, იოჰან კრუიფი იყიდა. კატალონიელებმა, ჰოლანდიელის სანაცვლოდ, იმ პერიოდისთვის სარეკორდო თანხა, 2 მილიონი დოლარი გადაიხადეს. ამავე წელს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარმატების ზენიტში მყოფი მადრიდის "რეალთან", "ბარსელონამ" მორიგი შეხვედრა ჩაატარა და 0:5 გაიმარჯვა. აი, საიდან დაიწყო ყველაფერი...
ზუსტად 14 წელში კრუიფი "ბარსას" მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. ჰოლანდიელმა ინტელიგენტმა, გუნდში ძირეული ცვლილებები განახორციელა და კატალონიური გუნდის აღორძინების შემოქმედად მოგვევლინა. კარლეს რეშაკთან ერთად, (კაცი, რომელმაც მომავალში, ხელმძღვანელობა მესის ყიდვაში დაარწმუნა) მან სრულიად შეცვალა "ბარსას" იმდორინდელი სისტემა და მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბის "შექმნას" შეუდგა.

საფეხბურთო კონცეფციები, რომელიც დღევანდელი "ბარსელონას" წარმატების საფუძველია, სწორედ იოჰან კრუიფის ნააზრევს ეფუძნება. როგორც რეშაკი ამბობდა, ისეთი ფეხბურთის დამკვიდრება გვინდოდა, რომელიც ჩვენთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა - ამის მისაღწევად, კი ძალიან დიდი და ამავდროულად, რთული გზის გადალახვა მოგვიწიაო. შედეგზე ორიენტირებული კატალონიელი გულშემატკივრები ვერ ხვდებოდნენ, რა უნდოდა კრუიფს, რატომ მუშაობდა ყველასგან განსხვავებულად და რა პრეტენზიები ჰქონდა მაშინდელ სათამაშო სტილთან, რომელიც გარკვეულწილად შედეგის მომტანი იყო? - კრუიფმა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე წელი დახარჯა..
ყველაფერი კი შემდეგში მდგომარეობდა...
იოჰანის მოსვლამდე, "ბარსელონას" ასაკობრივი გუნდები სრულიად განსხვავებული ტაქტიკითა და ფორმაციით თამაშობდნენ. როგორც ახალბედა ფეხბურთლთა, ისე ზრდასრულთა გასახდელში დისციპლინას თავისი "მნიშვნელოვანი" ადგილი დაეკარგა, რაც თითოეული გუნდის თამაშზე, რა თქმა უნდა უარყოფითად აისახებოდა. ხშირად ხდებოდა კონფლიქტი თანაგუნდელებს შორის, უპირატესობა ენიჭებოდა ინდივიდუალურ, შედეგზე ორიენტირებულ, პრაგმატულ თამაშს და მოკლედ, რომ ვთქვათ, "ბარსელონა" არა გუნდი, არამედ თავშესაფარი იყო. შთაგონების წყაროს არა ფეხბურთი, არამედ ფული წარმოადგენდა.
მოვიდა კრუიფი და ყოველივე შეიცვალა. სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული. "მფრინავმა ჰოლანდიელმა" ხელმძღავენლობისგან სრული თავისუფლება მოითხოვა. მისი დაჟინებული მოთხოვნით, ყველა ასაკობრივ გუნდს 3-4-3 ფორმაციით უნდა ეთამაშა. მაღალ ინტენსიური, შემტევი ფეხბურთი, რომელიც პასების გაცვლა-გამოცვლასა და პოზიციურ თამაშს ითვალისწინებდა, ნელ-ნელა ვითარდებოდა. ყოველივე ამან, თავიდან გულშემატკივართა აღელვება და მათი მხრიდან კრიტიკა გამოიწვია - კატალონიელებს საშინლად არ მოსწონდათ, როცა მცველი მეკარეს ბურთს უგორებდა. ხალხი, მხოლოდ შეტევაში წასვლას და საჭიროების შემთხვევაში ცენტრიდან დარტყმასაც კი მოითხოვდა. ოღონდ, პასი უკან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთებულიყო...

იოჰან კრუიფის ავტორიტეტი მუდმივად ჭრიდა. მან "ბარსაში" საკმაოდ ბევრი, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელის გადმობირება შეძლო. უმთავრესი ყურადღება კი ისევ და ისევ დისციპლინას ექცეოდა. თუ ვინმე დაწესებულ ნორმებს გადააჭარბებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად "დაისჯებოდა".
საბოლოოდ, "ბლაუგრანამ" თამაშის ხარისხი რადიკალურად შეცვალა. კრუიფის მწვრთნელობისას, კატალონიურმა კლუბმა გუნდური, სანახაობრივი ფეხბურთის თამაში დაიწყო. ჰოლანდიელის მიზანიც სწორედ ეს იყო. "ნოუ კამპი" მოკლე მონაკვეთებში გაცვლილი პასებისა და ულამაზესი კომბინაციების ნავსაყუდელი გახდა. თავბრუდამხვევი "ტიკი-ტაკების" შემხედვარე გულშემატკივარიც ოპტიმისტურად განეწყო, თუმცა კრუიფის მიმართ კრიტიკა არასდროს შეწყვეტილა. ამ უკანასკნელს, სხვადასხვა მიზეზების გამო მუდმივად მტრობას უცხადებდნენ. ჰოლანდიელ გენიოსს არ უყვარდა, როდესაც ვინმე არ ეთანხმებოდა. ამის გამო, მას "ბარსას" იმდროინდელ პრეზიდენტთან, ხოსეპ ნუნიესთან არაერთხელ მოუვიდა კონფლიქტი. "თავის კაცობისა" და პრინციპულობის გამო, უმადურმა კატალონიელებმა, კრუიფი გუნდიდან გაუშვეს, თუმცა ამან როდი შეამცირა მისი გავლენა...

კრუიფის სათამაშო ფილოსოფია ბევრისთვის მაინც მიუღებელი რჩებოდა. ამ კაცის იდეოლოგიას, მხარი პეპ გვარდიოლამ აუბა. თუ როგორ, ამასაც მოგახსენებთ.
ფრენკ რაიკაარდის არც თუ წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, კატალონიელთა უფროსობამ ლაპორტას ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი სჭირდებოდა. პირველ რიგში კრუიფის კანდიდატურას განიხილავდნენ, დაუკავშირდნენ კიდეც, თუმცა ჰოლანდიელმა მომენტალურად უარი განაცხადა. სამაგიეროდ დაასახელა პიროვნება, რომელიც მისი აზრით, აღნიშნული თანამდებობისთვის მზად იყო - პეპ გვარდიოლა.
თავის დროზე ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელმაც კატალონიელ გულშემატკივარს თავი უზომოდ შეაყვარა, ამჟამად სამწვრთნელო კარიერას იწყობდა. "ბარსას" სარეზერვო გუნდში, მან საოცარი შედეგები დააფიქსირა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი მისი სამუშაო გეგმა გახლდათ.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა ბ" რანგით დაბალ დივიზიონში თამაშობდა, გვარდიოლა მეტოქე გუნდის თამაშების ვიდეო ჩანაწერებს მუდმივად უყურებდა და აანალიზებდა. კრუიფის მსგავსად, პოზიციურ თამაშში, ფეხბურთელებს სხვადასხვა ამპლუის მორგებისკენ მოუწოდებდა და ხშირად, მათთვის შეუფერებელ ადგილზე აყენებდა. ფაქტობრივად სულ როტაციებს მიმართავდა და ვარსკვლავების გავლენის ქვეშ, არასდროს ექცეოდა. მან თავისი, "კრუიფისეული" სისტემა შემოიღო, რომლის დარღვევა ამ დრომდე ვერავინ შეძლო.
დიდებული სამუშაოს შემდეგ, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ერთი შეხედვით გამოუცდელი კაცი დაინიშნა. ამის განმაპირობებელი, პირველ რიგში მისი საფეხბურთო ხედვა და იმედისმომცემი საქმიანობა გახლდათ. ესპანელი სპეციალისტი, საქმესთან პროფესიონალური მიდგომითა და დიდი შემართებით ხასიათდებოდა. გვარდიოლას ძირითად გუნდში მუშაობის დაწყება და შემადგენლობის შეცვლა ერთი იყო. ეტო'ო, რონალდინიო თუ დეკო, თავიანთი ავტორიტეტით ხშირად სარგებლობდნენ. პეპმა ეს პრობლემა უმალვე აღმოფხვრა. საბოლოოდ, რონალდინიო "მილანში" წავიდა, დეკო "ჩელსიში". ეტო'ოს მდგომარეობაც ნელ-ნელა გაუარესდა.

გვარდიოლას დაჟინებული მოთხოვნით, გუნდში დანი ალვეში, პიკე და რამდენიმე ფეხბურთელი მოიყვანეს. ამ ორმა ფეხბურთელმა, მართლაც, რომ შესაშური კარიერა განვლო "ბარსელონაში".
პეპმა თავისი წესები შემოიღო. ვარჯიშზე დაგვიანებული ფეხბურთელი, ჯარიმის სახით ფულს იხდიდა, ყველა ერთად სადილობდა.. ღამე, ყველა ფეხბურთელი სახლში უნდა ყოფილიყო. თუ, მაინცდამაინც, გვარდიოლასგან ნებართვა უნდა აეღოთ. როგორც ჩანს, ყოველივე ამან შედეგი გამოიღო. "ბარსელონა" ერთ დიდ გუნდად შეიკრა, სადაც ყველა ფეხბურთელი თავს ერთმანეთის თანასწორად და მეგობრად მიიჩნევდა. კატალონიელებმა უფრო ხშირად დაიწყეს გულშემატკივრებთან ურთიერთობა... "ბარსელონამ" თავისი დევიზი, "Mes que un club" (მეტი, ვიდრე კლუბი) ერთ მთლიანობაში მოიყვანა და ერთ დიდ ოჯახად ჩამოყალიბდა. პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბარსა" რა დონეზე გავიდა, ეს თითოეული გულშემატკივრისთვის თვალშისაცემია.
პეპის უნიკალურმა მუშაობამ, უმაღლეს მწვერვალს 2011 წელს, "უემბლიზე" მიაღწია. კატალონიურმა კლუბმა, სერ ალექსის მანჩესტერ "იუნაიტედი" უბრალოდ არ შეიმჩნია და ულამაზესი ფეხბურთის ხარჯზე, 3:1 მოუგო. თვით შოტლანდიელი მწვრთნელიც ამბობდა, არავის ასე არასდროს გავუნადგურებივართო...

ასე და ამგვარად, დიდი მიზნებებისა და გეგმების შესრულებას რამდენიმე წლიანი დაუღალავი, სათანადო შრომა სჭირდება. "ბარსელონამ" რამდენიმე გენიოსის წინამძღოლობით, ურთულესი გზისა და ძალიან ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა მოახერხა, პროფესიონალიზმისა ხარჯზე საწადელს მიაღწია და მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გუნდად ჩამოყალიბდა. 1899 წელს, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო "ბარსელონა"...