ანხელ ფაბიან დი მარია ერნანდესი
( ესპ. Ángel Fabián Di María Hernández;
14 თებერვალი , 1988 , როსარიო ,
არგენტინა) — არგენტინელი
ფეხბურთელი, „როსარიო
სენტრალის“ აღზრდილი, „მანჩესტერ
იუნაიტედის“ და არგენტინის
ეროვნული ნაკრების მოთამაშე.
საკლუბო კარიერა
ანხელ დი მარიამ ფეხბურთის თამაში
ექიმის რჩევით დაიწყო. ექიმმა თქვა,
რომ ის ტექნიკური და სწრაფი ბავშვი
იყო და ძალები სპორტში უნდა
მოესინჯა[1] . მან თამაში დაიწყო 7
წლის ასაკში, თავისი მშობლიური
ქალაქის კლუბში „ატლეტიკო ელ
ტორიტოში“ , საიდანაც 13 წლის
ასაკში „როსარიო სენტრალში“
გადავიდა. 17 წლის ასაკში მას
მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი
„ინდენპენდიენტეს“ წინააღმდეგ,
2005 წლის „აპერტურას“ ბოლო
ტურში. 2 წლის შემდეგ მის მიმართ
ინტერესი გამოთქვეს ევროპულმა
კლუბებმა. მისით დაინტერესებული
იყო რუსული „რუბინი“ და 2007 წელს
ახლოს იყო რუსულ კლუბში
გადასვლასთან [2] .
2007 წელს, ახალგაზრდული
მსოფლიო ჩემპიონატის
შესანიშნავად ჩატარების და
გამარჯვების შემდეგ (ტურნირის
განმავლობაში ანხელმა 3 გოლი
გაიტანა) დი მარია იყიდა
პორტუგალიურმა გრანდმა
„ბენფიკამ“ , 6 მილიონ ევროდ [3] .
„ბენფიკის“ პრეზიდენტი ლუიშ
ფელიპე ვიეირა ამბობდა, რომ მისმა
კლუბმა სიმაო სამბროსას ღირსეული
შემცვლელი შეიძინა.
2008 წელს დი მარია ოლიმპიური
ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის
წინააღმდეგ, 1/4 ფინალურ
შეხვედრაში, 105-ე წუთზე, ლიონელ
მესის გადაცემის შემდეგ, ანხელმა
გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ფინალში ნიგერიის წინააღმდეგ 58-ე
წუთზე ანხელმა ერთადერთი გოლი
გაიტანა, რამაც არგენტინის ნაკრებს
ოლიმპიური ჩემპიონობა მოუტანა[4] .
ანხელის საფეხბურთო კარიერა
„ბენფიკაში“ შესანიშნავად
წარიმართა: ის გულშემატკივრებმა
შეიყვარეს. ორი წარუმატებელი წლის
შემდეგ (ორ წელიწადში კლუბმა
მხოლოთ ლიგის თასი მოიგო)
„ბენფიკამ“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა
და ზედიზედ მეორედ ლიგის თასიც
მოიგო. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო
ჩემპიონატის დაწყებამდე
არგენტინელი „მადრიდის რეალში“
მოხვდა.
დი მარია „რეალის“
შემადგენლობაში
2009 წლის დეკემბერში „მანჩესტერ
იუნაიტედს“ მოლაპარაკებები ჰქონდა
დი მარიასთან. „წითელი ეშმაკები“
მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს
იხდიდნენ, თუმცა მოლაპარაკებები
„ბენფიკამ“ ჩაშალა [5] .
„სამეფო კლუბმა“ ანხელი
ოფიციალურად 2010 წლის 28 ივნისს
გაიფორმა. მათ შორის 6 წლიანი
კონტრაქტი დაიდო. დი მარიას
სანაცვლოდ გადახდილი იქნა 25
მილიონი ევრო[6] , ამას დამატებული
5 მილიონი თუ ანხელი კლუბთან
ერთად წარმატებას მიაღწევდა და
მინიმუმ ერთ ტიტულს მაინც
მოიგებდა პირველ წელს [7] .
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დი მარიას
ტრანსფერის თაობაზე „რეალსაც“
მიმართა, „ინგლისელები“ მის
სანაცვლოდ 8 მილიონ ფუნტ
სტერლინგს იხდიდნენ და დამატებით
ანდერსონსაც სთავაზობდნენ [8] .
თუმცა მათი მცდელობა ამჯერადაც
უშედეგო აღმოჩნდა. მისი დებიუტი 29
აგვისტოს შედგა, როდესაც „სამეფო
კლუბი“ პირველ ტურში „მალიორკას“
დაუპირისპირდა[9] . პირველი გოლი
არგენტინელმა 18 სექტემბერს
გაიტანა „რეალ სოსიედადის“ კარში
[10] . 10 დღეში მან გაიტანა თავისი
პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც ,
„ოსერის“ კარში. 2010 წლის 19
დეკემბერს „სევილიის“ კარში
ანხელმა ერთადერთი გოლი გაიტანა
და გუნდს გამარჯვება მოუტანა. 3
დღის შემდეგ 22 დეკემბერს
ესპანეთის თასის 1/8 ფინალში დი
მარიამ 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში
„ლიონთან“ განმეორებით
შეხვედრაში ანხელმა მესამე და
უკანასკნელი გოლი გაიტანა და
გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში
დაეხმარა. 1/4 ფინალში მან კვლავაც
მოახერხა თავის გამოჩენა
„ტოტენჰემის“ მატჩში. 2011 წლის 20
აპრილს ესპანეთის თასის ფინალში
„ბარსელონას“ წინააღმდეგ 120-ე
წუთზე მან მეორე ყვითელი ბარათი
მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
„კრიშტიანუ რონალდუს“ ერთადერთი
გოლის წყალობით მადრიდელებმა
1:0 მოიგეს. ანხელისთვის ეს ტიტული
პირველი იყო „რეალის“ რიგებში.
2011 წლის 1 მაისს მან თავისი 50-ე
შეხვედრა ჩაატარა „მადრიდის
რეალის“ რიგებში. სეზონის ბოლოს,
ანხელმა გაახანგრძლივა კლუბთან
კონტრაქტი[11] .
დი მარიამ დიდი წვლილი შეიტანა
„რეალ მადრიდის“ ტრიუმფში 2014
წელს. კლუბმა მოიგო ესპანეთის
საფეხბურთო თასი , რომლის
ფინალში დი მარიამ გოლი გაუტანა
„ბარსელონას“ და უეფა-ს ჩემპიონთა
ლიგა, რომელიც „რეალს“ ბოლო 12
წელი არ მოეგო. დი მარიამ
ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში
ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.
2014 წლის ზაფხულში დი მარია 60
მილიონი ფუნტის სანაცვლოდ,
„მანჩესტერ იუნაიტედის“
ფეხბურთელი გახდა. ეს
ბრიტანეთისთვის რეკორდული
ტრანსფერია.
სანაკრებო კარიერა
2007 წელს დი მარია არგენტინის 20
წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს,
პარაგვაიში გასამართი სამხრეთ
ამერიკის ახალგაზრდული
საფეხბურთო ჩემპიონატისთვის,
სადაც 2 გოლი გაიტანა. ანხელი ასევე
გამოიძახეს 20 წლამდელთა
მსოფლიო ჩემპიონატზე, კანადაში . ამ
ტურნირზე მან გაიტანა 3 გოლი და
მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა იზეიმა.
2008 წელს დი მარია ოლიმპიური
ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის
წინააღმდეგ, 1/4 ფინალურ
შეხვედრაში, 105 წუთზე, ლიონელ
მესის გადაცემის შემდეგ, ანხელმა
შეძლო და გოლი გაიტანა. დი მარიას
ბიოგრაფიის მთავარი მომენტი იყო
ფინალში ნიგერიის წინააღმდეგ 58-ე
წუთზე გატანილი ერთადერთი გოლი,
რომელმაც არგენტინის ნაკრებს
ჩემპიონობა მოუტანა.
დი მარია წასული იყო 2010 წელს
მსოფლიო ჩემპიონატზე . ეროვნულ
ნაკრებში პირველი გოლი მან
ამხანაგურ შეხვედრაში ირლანდიის
ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა [12] .
ტიტულები
„ბენფიკა“
პორტუგალიის თასი:2009,2010
პორტუგალიის ჩემპიონი :2009/2010
„მადრიდის რეალი“
ესპანეთის ჩემპიონი :2011/12
ესპანეთის თასი :2010/11
ესპანეთის სუპერთასის
მფლობელი :2012
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის
გამარჯვებული: 2013/14
არგენტინის ნაკრები
ოლიმპიური ჩემპიონი : 2008
მსოფლიო ჩემპიონი
ახალგაზრდებს შორის:2007
( ესპ. Ángel Fabián Di María Hernández;
14 თებერვალი , 1988 , როსარიო ,
არგენტინა) — არგენტინელი
ფეხბურთელი, „როსარიო
სენტრალის“ აღზრდილი, „მანჩესტერ
იუნაიტედის“ და არგენტინის
ეროვნული ნაკრების მოთამაშე.
საკლუბო კარიერა
ანხელ დი მარიამ ფეხბურთის თამაში
ექიმის რჩევით დაიწყო. ექიმმა თქვა,
რომ ის ტექნიკური და სწრაფი ბავშვი
იყო და ძალები სპორტში უნდა
მოესინჯა[1] . მან თამაში დაიწყო 7
წლის ასაკში, თავისი მშობლიური
ქალაქის კლუბში „ატლეტიკო ელ
ტორიტოში“ , საიდანაც 13 წლის
ასაკში „როსარიო სენტრალში“
გადავიდა. 17 წლის ასაკში მას
მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი
„ინდენპენდიენტეს“ წინააღმდეგ,
2005 წლის „აპერტურას“ ბოლო
ტურში. 2 წლის შემდეგ მის მიმართ
ინტერესი გამოთქვეს ევროპულმა
კლუბებმა. მისით დაინტერესებული
იყო რუსული „რუბინი“ და 2007 წელს
ახლოს იყო რუსულ კლუბში
გადასვლასთან [2] .
2007 წელს, ახალგაზრდული
მსოფლიო ჩემპიონატის
შესანიშნავად ჩატარების და
გამარჯვების შემდეგ (ტურნირის
განმავლობაში ანხელმა 3 გოლი
გაიტანა) დი მარია იყიდა
პორტუგალიურმა გრანდმა
„ბენფიკამ“ , 6 მილიონ ევროდ [3] .
„ბენფიკის“ პრეზიდენტი ლუიშ
ფელიპე ვიეირა ამბობდა, რომ მისმა
კლუბმა სიმაო სამბროსას ღირსეული
შემცვლელი შეიძინა.
2008 წელს დი მარია ოლიმპიური
ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის
წინააღმდეგ, 1/4 ფინალურ
შეხვედრაში, 105-ე წუთზე, ლიონელ
მესის გადაცემის შემდეგ, ანხელმა
გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ფინალში ნიგერიის წინააღმდეგ 58-ე
წუთზე ანხელმა ერთადერთი გოლი
გაიტანა, რამაც არგენტინის ნაკრებს
ოლიმპიური ჩემპიონობა მოუტანა[4] .
ანხელის საფეხბურთო კარიერა
„ბენფიკაში“ შესანიშნავად
წარიმართა: ის გულშემატკივრებმა
შეიყვარეს. ორი წარუმატებელი წლის
შემდეგ (ორ წელიწადში კლუბმა
მხოლოთ ლიგის თასი მოიგო)
„ბენფიკამ“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა
და ზედიზედ მეორედ ლიგის თასიც
მოიგო. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო
ჩემპიონატის დაწყებამდე
არგენტინელი „მადრიდის რეალში“
მოხვდა.
დი მარია „რეალის“
შემადგენლობაში
2009 წლის დეკემბერში „მანჩესტერ
იუნაიტედს“ მოლაპარაკებები ჰქონდა
დი მარიასთან. „წითელი ეშმაკები“
მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს
იხდიდნენ, თუმცა მოლაპარაკებები
„ბენფიკამ“ ჩაშალა [5] .
„სამეფო კლუბმა“ ანხელი
ოფიციალურად 2010 წლის 28 ივნისს
გაიფორმა. მათ შორის 6 წლიანი
კონტრაქტი დაიდო. დი მარიას
სანაცვლოდ გადახდილი იქნა 25
მილიონი ევრო[6] , ამას დამატებული
5 მილიონი თუ ანხელი კლუბთან
ერთად წარმატებას მიაღწევდა და
მინიმუმ ერთ ტიტულს მაინც
მოიგებდა პირველ წელს [7] .
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დი მარიას
ტრანსფერის თაობაზე „რეალსაც“
მიმართა, „ინგლისელები“ მის
სანაცვლოდ 8 მილიონ ფუნტ
სტერლინგს იხდიდნენ და დამატებით
ანდერსონსაც სთავაზობდნენ [8] .
თუმცა მათი მცდელობა ამჯერადაც
უშედეგო აღმოჩნდა. მისი დებიუტი 29
აგვისტოს შედგა, როდესაც „სამეფო
კლუბი“ პირველ ტურში „მალიორკას“
დაუპირისპირდა[9] . პირველი გოლი
არგენტინელმა 18 სექტემბერს
გაიტანა „რეალ სოსიედადის“ კარში
[10] . 10 დღეში მან გაიტანა თავისი
პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც ,
„ოსერის“ კარში. 2010 წლის 19
დეკემბერს „სევილიის“ კარში
ანხელმა ერთადერთი გოლი გაიტანა
და გუნდს გამარჯვება მოუტანა. 3
დღის შემდეგ 22 დეკემბერს
ესპანეთის თასის 1/8 ფინალში დი
მარიამ 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში
„ლიონთან“ განმეორებით
შეხვედრაში ანხელმა მესამე და
უკანასკნელი გოლი გაიტანა და
გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში
დაეხმარა. 1/4 ფინალში მან კვლავაც
მოახერხა თავის გამოჩენა
„ტოტენჰემის“ მატჩში. 2011 წლის 20
აპრილს ესპანეთის თასის ფინალში
„ბარსელონას“ წინააღმდეგ 120-ე
წუთზე მან მეორე ყვითელი ბარათი
მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
„კრიშტიანუ რონალდუს“ ერთადერთი
გოლის წყალობით მადრიდელებმა
1:0 მოიგეს. ანხელისთვის ეს ტიტული
პირველი იყო „რეალის“ რიგებში.
2011 წლის 1 მაისს მან თავისი 50-ე
შეხვედრა ჩაატარა „მადრიდის
რეალის“ რიგებში. სეზონის ბოლოს,
ანხელმა გაახანგრძლივა კლუბთან
კონტრაქტი[11] .
დი მარიამ დიდი წვლილი შეიტანა
„რეალ მადრიდის“ ტრიუმფში 2014
წელს. კლუბმა მოიგო ესპანეთის
საფეხბურთო თასი , რომლის
ფინალში დი მარიამ გოლი გაუტანა
„ბარსელონას“ და უეფა-ს ჩემპიონთა
ლიგა, რომელიც „რეალს“ ბოლო 12
წელი არ მოეგო. დი მარიამ
ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში
ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.
2014 წლის ზაფხულში დი მარია 60
მილიონი ფუნტის სანაცვლოდ,
„მანჩესტერ იუნაიტედის“
ფეხბურთელი გახდა. ეს
ბრიტანეთისთვის რეკორდული
ტრანსფერია.
სანაკრებო კარიერა
2007 წელს დი მარია არგენტინის 20
წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს,
პარაგვაიში გასამართი სამხრეთ
ამერიკის ახალგაზრდული
საფეხბურთო ჩემპიონატისთვის,
სადაც 2 გოლი გაიტანა. ანხელი ასევე
გამოიძახეს 20 წლამდელთა
მსოფლიო ჩემპიონატზე, კანადაში . ამ
ტურნირზე მან გაიტანა 3 გოლი და
მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა იზეიმა.
2008 წელს დი მარია ოლიმპიური
ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის
წინააღმდეგ, 1/4 ფინალურ
შეხვედრაში, 105 წუთზე, ლიონელ
მესის გადაცემის შემდეგ, ანხელმა
შეძლო და გოლი გაიტანა. დი მარიას
ბიოგრაფიის მთავარი მომენტი იყო
ფინალში ნიგერიის წინააღმდეგ 58-ე
წუთზე გატანილი ერთადერთი გოლი,
რომელმაც არგენტინის ნაკრებს
ჩემპიონობა მოუტანა.
დი მარია წასული იყო 2010 წელს
მსოფლიო ჩემპიონატზე . ეროვნულ
ნაკრებში პირველი გოლი მან
ამხანაგურ შეხვედრაში ირლანდიის
ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა [12] .
ტიტულები
„ბენფიკა“
პორტუგალიის თასი:2009,2010
პორტუგალიის ჩემპიონი :2009/2010
„მადრიდის რეალი“
ესპანეთის ჩემპიონი :2011/12
ესპანეთის თასი :2010/11
ესპანეთის სუპერთასის
მფლობელი :2012
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის
გამარჯვებული: 2013/14
არგენტინის ნაკრები
ოლიმპიური ჩემპიონი : 2008
მსოფლიო ჩემპიონი
ახალგაზრდებს შორის:2007