Sanchesi

1 2
ავატარი
Nukri
#1
ალექსის ალეხანდრო სანჩეს სანჩესი
( ესპ. Alexis Alejandro Sánchez Sánchez;
დ. 19 დეკემბერი 1988 , სანტიაგო) —
ჩილელი ფეხბურთელი. თამაშობს
თავდამსხმელის პოზიციაზე.
საფეხბურთო კლუბ „არსენალისა“ და
ჩილეს ეროვნული ნაკრების წევრი.
ადრეული წლები
სანჩესი დაიბადა ჩილეს ქალაქ
ტოკოპილაში, მეთევზის ოჯახში. მან
კარიერა დაიწყო 15 წლის ასაკში,
ადგილობრვი კლუბ „კობრელოაში“.
ალექსისი სწორედ ამ კლუბში
აღიზარდა. მისი დებიუტი ადრეულ
ასაკში შედგა და უკვე 18 წლის ასაკში
იგი გახდა ძირითადი შემადგენლობის
ფეხბურთელი და ითვლებოდა
სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ
ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად.
საკლუბო კარიერა
უდინეზე
2006 წელს იგი იყიდა იტალიის სერია
A-ს კლუბმა „უდინეზემ“ $3
მილიონად, რომელმაც იგი
მშობლიურ „კოლო-კოლოში“
არენდით გაანათხოვრა. მან თითქმის
50 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი
გაიტანა. შემდეგ სეზონში იგი
გადავიდა არგენტინულ კლუბ „რივერ
პლეიტში“. 2008 წელს კი იგი კვლავ
დაბრუნდა „უდინეზეში“ და იტალიური
კლუბის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.
2008 წლის ზაფხულში საუბარი იყო
სანჩესის გადასვლაზე „მანჩესტერ
იუნაიტედში“, სადაც მას უნდა
შეეცვალა კრიშტიანუ რონალდუ
თუმცა ეს ტრანსფერი არ
განხორციელდა.
ბარსელონა
2011 წლის 21 ივლისს ალექსის
სანჩესი იყიდა კატალონიურმა
კლუბმა „ბარსელონამ“. ახალ კლუბში
იგი მოედანზე გამოჩნდა 9 ნომრიანი
მაისურით. მისი დებიუტი
„ბარსელონაში“ შედგა 14 აგვისტოს ,
ესპანეთის სუპერთასზე, სადაც
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
კატალონიის „ბარსელონა“ და
სამეფო კლუბი „რეალ მადრიდი“ .
2011 წლის 29 აგვისტოს , ესპანეთის
ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში 46
წუთზე მან გაიტანა მისი პირველი
გოლი „ვილიარეალის“ კარში
„ბარსელონას“ მაისურით. 2011 წლის
1 ნოემბერს კი მისი დებიუტი
ჩემპიონთა ლიგაზე შედგა, „ვიქტორია
პლზენის“ წინააღმდეგ, სადაც იგი
შეცვლაზე შემოვიდა ერიკ აბიდალის
ნაცვლად. 12 თებერვალს კი მან
გაიტანა მისი პირველი და მეორე
გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
„„ლევერკუზენის“ წინააღმდეგ.
არსენალი
2014 წლის 10 ივლისს, ოფიციალურად
დადასტურდა სანჩესის ლონდონის
„არსენალში“ გადასვლა[1] .
ლონდონურ კლუბს ჩილელის
ტრანსფერი დაახლოებით 30
მილიონი გირვანქა სტერლინგი
დაუჯდა[2] . მან 17-ნომრიანი მაისური
მიიღო.
სანაკრებო კარიერა
სანჩესის დებიუტი ეროვნულ
დაკრებში შედგა ჯერ კიდევ მაშინ,
როდესაც იგი 18 წლისაც კი არ იყო.
2007 წელს ჩილეს ახალგაზრდულ
ნაკრებში მან მონაწილეობა მიიღო
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში და
მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალგაზრდულ ნაკრებთა შორის.
2010 და 2014 წლებში იგი გამოიძახეს
ჩილეს ეროვნულ საფეხბურთო
ნაკრებში მსოფლიო
ჩემპიონატებისთვის .
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 21:13