Lampardi

1 2
ავატარი
Nukri
#1
ფრენკ ჯეიმზ ლემპარდ უმცროსი
( ინგლ. Frank James Lampard, Jr.; დ. 20
ივნისი , 1978 ) — ინგლისელი
ფეხბურთელი, ინგლისის ეროვნული
ნაკრების წევრი. კარიერა დაიწყო
„ვესტ ჰემ იუნაიტედის“
ახალგაზრდული გუნდში, შემდეგ
განათხოვრების წესით თამაშობდა
„სუონსი სიტიში“ , საიდანაც ისევ
„ვესტ ჰემ იუნაიტედში“ დაბრუნდა,
სადაც 2001 წლამდე, „ჩელსიში“
გადასვლამდე, ირიცხებოდა. 2014
წელს დატოვა „ჩელსი“ და „ნიუ-იორკ
სიტიში“ გადავიდა.
მამამისი ფრენკ ლემპარდ უფროსი,
ყოფილი ფეხბურთელია და ინგლისის
ასოციაციის თასი ორჯერ აქვს
მოგებული ვესტ ჰემთან ერთად.
ფრენკი ბოლო დროის ერთ-ერთი
საუკეთესო ფეხბურთელია, მას
შეუძლია გოლების გატანა, დაცვაში
შესანიშნავი თამაში, მოედნის
ცენტრში თამაშის შესანიშნავად
აწყობა და კარგი კომბინაციის
წამოწყება.
კარიერა
ვესტ ჰემ იუნაიდეტი
1994 წელს ფრენკი შეუერთდა ვესტ
ჰემის ახალგაზრდულ კლუბს, მაშინ
მამამისი მწვრთნელის თანაშემწე
იყო. 1995 წლის 1 ივლისს ფრენკმა
კონტრაქტს ხელი ოფიციალურად
მოაწერა.
1995 წლის ოქტომბერში ის
განათხოვრებული იქნა მეორე
დივიზიონის გუნდ სუონსი სიტიში.
1995 წლის 7 ოქტომბერს შედგა
ფრენკის დებიუტი ბრედფორდ
სიტისთან შეხვედრაში, რომელიც
სუონსიმ 2-0 მოიგო. სუონსის
შემადგენლობაში ლემპარდმა 11
მატში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
დებიუტი ვესტ ჰემის
შემადგენლობაში შედგა 1996]] წლის
31 იანვარს, ქოვენთრი სითისთან
შეხვედრაში. 1997 წლის 15 მარტს
ლემპარდმა ასტონ ვილასთან მატჩის
დროს ფეხი მოიტეხა და სეზონის
ბოლომდე არ უთამაშია. პირველი
გოლი ვესტ ჰემის რიგებში მან
შემდეგ სეზონში გაიტანა,
ბარნსლისთან გასვლით თამაშზე.
ამ პერიოდში ლემპარდი მიიწვიეს
ინგლისის 21–წლამდე ნაკრებში, მისი
პირველი თამაში იყო 1997 წლის 13
ნოემბერს საბერძნეთის 21–წლამდე
ნაკრების წინააღმდეგ.
1998-99 წლის სეზონი ლემპარდისთვს
აღმავლობის სეზონი გამოდგა, ის
ვესტ ჰემის უცვლელი მოთამაშე
გახდა და არ გამოუტოვებია არც
ერთი მატჩი. ამავე სეზონში შედგა
მისი დებიუტი ინგლისის ეროვნულ
ნაკრებშიც, ეს მოხდა 1999 წლის 10
ოქტომბერს , სანდერლენდში,
ბელგიასთან ამხანაგურ მატჩში.
ვესტ ჰემში 6 წლიანი მოღვაწეობისას
ლემპარდმა 39 გოლი გაიტანა 187
თამაშში. გუნდიდან მამის და ბიძის,
ჰარი რედნაპის, წასვლის შემდეგ
ლემპარდმა გადაწყვიტა გუნდის
დატოვება, მას შემოთავაზება ჰქონდა
ასტონ ვილადან, თუმცა ის
საბოლოოდ „ჩელსიში“ გადავიდა.
ჩელსი
2001 წლის 15 მაისს ფრენკ
ლემპარდი ჩელსიში ჩაირიცხა, მასში
11 მილიონი გირვანქა სტერლინგი
გადაიხადეს. ამ გუნდში მისი დებიუტი
შედგა 2001 წლის 26 ივლისს ლეიტონ
ორიენტთან წინასასეზონო თამაშში,
სადაც ფრენკმა გაიტანა პირველი
გოლი ჩელსის რიგებში. ხოლო
პრემიერ ლიგაში ჩელსის ფორმით
ლემპარდი 2001 წლის 19 აგვისტოს
გამოვიდა პირველად. ეს იყო თამაში
ნიუკასლ იუნაიტედთან რომელიც 1-1
დასრულდა. მეოთხე თამაშში,
ტოტენჰემ ჰოტსპურთან ლემპარდი
მოედნიდან გააძევეს. ეს სეზონი
ფრენკისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა,
მან მხოლოდ ერთი თამაში გამოტოვა
და 7 გოლი გაიტანა.
„ჩელსიში“ ლემპარდმა კლუბის
მაისურით სარეკორდო 147 გოლის
გატანა შეძლო. 2014 წელს მან უარი
უთხრა კლუბს კონტრაქტის 1 წლით
გაგრძელებაზე და „ნიუ-იორკ სიტიში“
გადავიდა.
სანაკრებო კარიერა
ლემპარდმა სანაკრებო კარიერა
დაიწყო 1999 წლის 10ოქტომბერს
ბელგიის წინააღმდეგ ამხანაგურ
მატჩში, რომელიც ინგლისმა 2-1
მოიგო. ნაკრებში მან 106 მატჩი
ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.
ლემპარდმა ნაკრები 2014 წლის
მუნდიალის შემდეგ დატოვა.
ტიტულები
ლემპარდს მოგებული აქვს ინგლისის
ასოციაციის თასი (ჩელსი, 2005),
ინგლისის პრემიერ ლიგა (ჩელსი,
2004–05), ლიგის თასი (ჩელსი, 2005)
და უეფა-ს ინტერტოტოს თასი (ვესთ
ჰემი, 1999).
2005 წელს ლემპარდმა მეორე
ადგილი დაიკავა ფიფა-ს წლის
საუკეთესო ფეხბურთელის და France
Football-ის ოქროს ბურთის
გამოკითხვებში. ფრენკმა პირველი
პოზიცია ორივე შემთხვევაში
ბრაზილიელ ფეხბურთელ
რონალდინიოს დაუთმო.
პირადი ცხოვრება
ლემპარდის ოჯახი დიდი
საფეხბურთო ტრადიციების
მატარებელია, მისი ბიძა ჰარი
რედნაპი ამჟამად პორთსმუთის
მწვრთნელია, მისი ბიძაშვილი ჯიმი
რედნაპი კი ცნობილი ინგლისელი
ფეხბურთელია რომელსაც 17 თამაში
აქვს ჩატარებული ეროვნული
ნაკრების რიგებში და თამაშობდა
ისეთ კლუბებში როგორიცაა
საუთჰემპტონი , ტოტენჰემ ჰოტსპური ,
ლივერპული .
ლემპარდი ამჟამად დანიშნულია
ელენ რივსზე, მათ ყავთ ქალიშვილი,
სახელად ლუნა.
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 21:12