სერხიო რამოს გარსია ( ესპ. Sergio
Ramos García [ˈserxjo ˈramos ɣarˈθi.a] ; 30
მარტი , 1986 ) — ესპანეთის ნაკრებისა
და „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელი.
საკლუბო კარიერა
სერხიომ ფეხბურთის თამაში 14 წლის
ასაკში დაიწყო „სევილიას“
საფეხბურთო აკადემიაში. ადრეულ
ასაკშივე თავისი მონაცემებით
გააკვირვა მწვრთნელები და კლუბის
ხელმძღვანელები. 2002 წელს
გადაიყვანეს „სევილია ბ-ში“, სადაც 1
წლის განმავლობაში ითამაშა. ამ ხნის
განმავლობაში მან ჩაატარა 26
შეხვედრა და 1 გოლი გაიტანა.
რამოსმა მალევე მიიპყრო სევილიას
მთავარი გუნდის ხელმძღვანელთა
ყურადღება და უკვე შემდეგ სეზონში
მიიწვიეს ადგილობრივი კლუბის
ძირითად შემადგენლობაში. 2003
წელს ლა ლიგაში მისი დებიუტი
შედგა, სერხიომ 2 წლის
განმავლობაში ითამაშა „სევილიაში“ ,
სადაც 39 თამაში ჩაატარა და 2 გოლი
გაიტანა. დასამახსოვრებელი
აღმოჩნდა მისი გოლი „რეალ
მადრიდის“ კარში. პირველ გუნდში
თამაშისას სერხიო მთელმა
მსოფლიომ გაიცნო, მის თამაშს
თვალყურს ადევნებდნენ ევროპული
გრანდების აგენტები.
რამოსმა მადრიდელების
ყურადღებაც მიიპყრო. 2005 წლის
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე
სამეფო კლუბმა ის 27 მილიონად
შეიძინა. ამ ტრანსფერში რეალს
ერთი უპირატესობა ჰქონდა — იმ
დროისათვის სერხიო აცხადებდა,
რომ რეალი მისი ოცნების კლუბი
იყო. სამეფო კლუბში ის ფერნანდო
იეროს შემცვლელად მოიზრებოდა და
სიმბოლური იყო ისიც, რომ მას 4
ნომრიანი მაისური მისცეს,
რომლითაც წლების განმავლობასი
ასპარეზობდა იერო. რამოსმა ამ ხნის
განმავლობაში მადრიდისტების დიდი
მხარდაჭერა მოიპოვა.
სერხიო რეალში თავდაპირველად
ცენტრალური მცველის პოზიციაზე
თამაშობდა, მაგრამ შემდეგ, მას
პოზიცია შეუცვალეს და განაპირა
მცველად ათამაშეს.
გულშემატკივრებმა მას გოლეადორი
მცველი უწოდეს.
2011 წლის 17 მაისს, რამოსმა
„რეალთან“ კონტრაქტი
გაახანგრძლივა 2017 წლამდე და ამ
კონტრაქტის მიხედვით ის
წელიწადში გამოიმუშავებს 4,5 მლნ
ევროს [1] .
2012 წლის 7 იანვარს, რამოსმა
ჩაატარა თავისი 250-ე შეხვედრა
ესპანეთის ჩემპიონატში[2] .
2014 წლის 29 აპრილს რამოსი
დაეხმარა გუნდს ჩემპიონთა ლიგის
ფინალში გასვლაში, შეასრულა
დუბლი „მიუნხენის ბაიერნის“ კარში,
ასევე დუბლი შეასრულა კრიშტიანუ
რონალდუმ და შეხვედრა დასრულდა
0:4. ფინალში კი რამოსმა გადაარჩინა
გუნდი წაგებას. „ატლეტიკოსთან“ მან
93-ე წუთზე თავით გოლი გაიტანა და
თამაში დამატებით დროში
გადაიყვანა. საბოლოოდ შეხვედრა
„რეალის“ გამარჯვებით დამატებით
ტაიმებში 4:1 დასრულდა.
სანაკრებო კარიერა
რამოსი 2005 წელს გამოიძახეს
ეროვნულ ნაკრებში. მისი დებიუტი
ჩინეთის ეროვნული ნაკრების
წინააღმდეგ შედგა. აღსანიშნავია,
რომ რამოსი 18 წლის ასაკში
მიიწვიეს ეროვნულში. რამოსი 2006
წლის მუნდიალის განაცხადში
მოხვდა. მან ნაკრებში მიჩელ
სალგადოს ადგილი დაიკავა მარჯვენა
მცველის პოზიციაზე. რამოსმა
ნაკრებთან ერთად მოიგო ევრო 2008
და მსოფლიო 2010 . ევრო 2012 -ზე
რამოსი ცენტრალური მცველის
პოზიციაზე თამაშობდა.
Ramos García [ˈserxjo ˈramos ɣarˈθi.a] ; 30
მარტი , 1986 ) — ესპანეთის ნაკრებისა
და „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელი.
საკლუბო კარიერა
სერხიომ ფეხბურთის თამაში 14 წლის
ასაკში დაიწყო „სევილიას“
საფეხბურთო აკადემიაში. ადრეულ
ასაკშივე თავისი მონაცემებით
გააკვირვა მწვრთნელები და კლუბის
ხელმძღვანელები. 2002 წელს
გადაიყვანეს „სევილია ბ-ში“, სადაც 1
წლის განმავლობაში ითამაშა. ამ ხნის
განმავლობაში მან ჩაატარა 26
შეხვედრა და 1 გოლი გაიტანა.
რამოსმა მალევე მიიპყრო სევილიას
მთავარი გუნდის ხელმძღვანელთა
ყურადღება და უკვე შემდეგ სეზონში
მიიწვიეს ადგილობრივი კლუბის
ძირითად შემადგენლობაში. 2003
წელს ლა ლიგაში მისი დებიუტი
შედგა, სერხიომ 2 წლის
განმავლობაში ითამაშა „სევილიაში“ ,
სადაც 39 თამაში ჩაატარა და 2 გოლი
გაიტანა. დასამახსოვრებელი
აღმოჩნდა მისი გოლი „რეალ
მადრიდის“ კარში. პირველ გუნდში
თამაშისას სერხიო მთელმა
მსოფლიომ გაიცნო, მის თამაშს
თვალყურს ადევნებდნენ ევროპული
გრანდების აგენტები.
რამოსმა მადრიდელების
ყურადღებაც მიიპყრო. 2005 წლის
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე
სამეფო კლუბმა ის 27 მილიონად
შეიძინა. ამ ტრანსფერში რეალს
ერთი უპირატესობა ჰქონდა — იმ
დროისათვის სერხიო აცხადებდა,
რომ რეალი მისი ოცნების კლუბი
იყო. სამეფო კლუბში ის ფერნანდო
იეროს შემცვლელად მოიზრებოდა და
სიმბოლური იყო ისიც, რომ მას 4
ნომრიანი მაისური მისცეს,
რომლითაც წლების განმავლობასი
ასპარეზობდა იერო. რამოსმა ამ ხნის
განმავლობაში მადრიდისტების დიდი
მხარდაჭერა მოიპოვა.
სერხიო რეალში თავდაპირველად
ცენტრალური მცველის პოზიციაზე
თამაშობდა, მაგრამ შემდეგ, მას
პოზიცია შეუცვალეს და განაპირა
მცველად ათამაშეს.
გულშემატკივრებმა მას გოლეადორი
მცველი უწოდეს.
2011 წლის 17 მაისს, რამოსმა
„რეალთან“ კონტრაქტი
გაახანგრძლივა 2017 წლამდე და ამ
კონტრაქტის მიხედვით ის
წელიწადში გამოიმუშავებს 4,5 მლნ
ევროს [1] .
2012 წლის 7 იანვარს, რამოსმა
ჩაატარა თავისი 250-ე შეხვედრა
ესპანეთის ჩემპიონატში[2] .
2014 წლის 29 აპრილს რამოსი
დაეხმარა გუნდს ჩემპიონთა ლიგის
ფინალში გასვლაში, შეასრულა
დუბლი „მიუნხენის ბაიერნის“ კარში,
ასევე დუბლი შეასრულა კრიშტიანუ
რონალდუმ და შეხვედრა დასრულდა
0:4. ფინალში კი რამოსმა გადაარჩინა
გუნდი წაგებას. „ატლეტიკოსთან“ მან
93-ე წუთზე თავით გოლი გაიტანა და
თამაში დამატებით დროში
გადაიყვანა. საბოლოოდ შეხვედრა
„რეალის“ გამარჯვებით დამატებით
ტაიმებში 4:1 დასრულდა.
სანაკრებო კარიერა
რამოსი 2005 წელს გამოიძახეს
ეროვნულ ნაკრებში. მისი დებიუტი
ჩინეთის ეროვნული ნაკრების
წინააღმდეგ შედგა. აღსანიშნავია,
რომ რამოსი 18 წლის ასაკში
მიიწვიეს ეროვნულში. რამოსი 2006
წლის მუნდიალის განაცხადში
მოხვდა. მან ნაკრებში მიჩელ
სალგადოს ადგილი დაიკავა მარჯვენა
მცველის პოზიციაზე. რამოსმა
ნაკრებთან ერთად მოიგო ევრო 2008
და მსოფლიო 2010 . ევრო 2012 -ზე
რამოსი ცენტრალური მცველის
პოზიციაზე თამაშობდა.