Puioli

0 2
ავატარი
Nukri
#1
კარლეს პუიოლ ი საფორკადა ( კატ.
Carles Puyol i Saforcada; დ. 13 აპრილი ,
1978 ) — ესპანელი საფეხბურთო
მოღვაწე და ყოფილი ფეხბურთელი,
ლა ლიგის კლუბ „ბარსელონას“
სპორტული დირექტორის ასისტენტი.
აქტიური საფეხბურთო კარიერა
მთლიანად „ბარსელონაში“ გაატარა,
სადაც ძირითადად ცენტრალური
მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა,
თუმცა ზოგჯერ ფლანგებზეც
თამაშობდა. 2004–2014 წლებში იყო
„ბარსელონის“ კაპიტანი.
ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 100
მატჩი. მიიღო მონაწილეობა
ევროპისა და მსოფლიოს ყველა
ჩემპიონატზე 2002-2010 წლებში.
გუნდთან ერთად გახდა ევრო 2008 -სა
და მუნდიალი 2010-ის გამარჯვებული.