Mixeil mesxi

0 2
ავატარი
Nukri
#1
მიხეილ მესხი (დ. 12 იანვარი , 1937 ,
თბილისი — გ. 22 აპრილი , 1991 , იქვე)
— ქართველი ფეხბურთელი,
თამაშობდა როგორც
თავდამსხმელის, ასევე
ნახევარმცველის პოზიციაზე.
ბიოგრაფია
მიხეილ მესხი იყო თბილისის № 35
საფეხბურთო სკოლის აღზრდილი.
1969-91 წლებში მუშაობდა
სპეციალიზირებული საბავშვო
საფეხბურთო სკოლა „ავაზას“
მწვრთნელად და დირექტორად.
სპორტის დამსახურებული ოსტატი.
მის პატივსაცემად თბილისის
ლოკომოტივის სტადიონს მისი
სახელი დაერქვა.
მისი საფეხბურთო კარიერის
განმავლობაში თამაშობდა თბილისის
„დინამოსა“ (1954-69) და
„ლოკომოტივში“ (1970). გატანილი
აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის
ეროვნული ნაკრებში და
მონაწილეობა აქვს მიღებული 1962
წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის
ასევე გამოჩნდა ევროპის ერთა
თასის პირველ გათამაშებაზე 1960
წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა
მოიგო.
1998 წელს მესხი საქართველოს
ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო
მოთამაშედ და საქართველოს მე-20
საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად
დაასახელეს.
საბჭოთა კავშირის ნაკრები
საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა
35 მატჩი და გაიტანა 4 გოლი.
საბჭოთა კავშირის ნაკრებში მისი
დებიუტი შედგა 1959 წლის 6
სექტემბერს ჩეხოსლოვაკიასთან 3-1
მოგებულ მატჩში. ამ მატჩში მესხი
გოლით გამოირჩა.
ნაკრებში უკანასკნელი მატჩი
ჩაატარა 1966 წლის 20 აპრილს
შვეიცარიასთან ფრედ, 2-2
დასრულებულ მატჩში.

მსგავსი თემები

Gaucho ·· ფეხბურთელები
7პასუხი4ნახვა
ავატარიGaucho9 ივნისი 2022, 21:01