Nukri revishvili

0 2
ავატარი
Nukri
#1
ნუკრი რევიშვილი (დ. 2 მარტი, 1987, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, ამჟამად საფეხბურთო კლუბ „ტოსნოს“ მეკარე.

თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, ყაზანის „რუბინში“, რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „კრასნოდარში“, გორის „დილაში“და მალტურ „ვალეტაში“.ტიტულები[რედაქტირება]
რუსეთის პრემიერ ლიგა ჩემპიონი (2🙁 2008, 2009
მალტის პრემიერ ლიგა ჩემპიონი (1🙁 2013/2014
რუსეთის თასის ფინალისტი (1🙁 2008/2009
მალტის თასის გამარჯვებული (1🙁 2013/2014
რუსეთის სუპერთასის ფინალისტი (1🙁 2009
კარიერა[რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება]
ნუკრი რევიშვილმა კარიერა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი იყო თემურ ნადირაძე. თავდაპირველად ნუკრი „ტორპედოს“ დუბლებში გამოდიოდა, მაგრამ 2005 წელს, 18 წლის ასაკში, „ტორპედოში“ იური კვერნაძის მოსვლის შემდეგ იგი გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახდა. ჯამში 14 მატჩი ჩაატარა მშობლიურ გუნდში. 2006 წელს ქართველი ფეხბურთელი ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, მაგრამ ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა – სულ 7 მატჩი ჩაატარა 3 წლის მანძილზე. 2010 წელი ნუკრისთვის უთამაშებლობისგან თავის დაღწევის და ეროვნულ გუნდში დამკვიდრების წელი გახდა. „რუბინიდან“ მაჰაჩყალაში გადმოსულმა რევიშვილმა 30 ტურიდან 14-ში დაიცვა „ანჟის“ კარი. 2011 წლის მიწურულს ნუკრიმ „ანჟი“ დატოვა და მეტი სათამაშო პრაქტიკის მიზნით ისევ რუსულ საფეხბურთო კლუბ „კრასნოდარში“ ჩაირიცხა ,სადაც უკვე თამაშობდნენ ქართველები – ოთარ მარცვალაძე და ალექსანდრე ამისულაშვილი. კრასნოდარში 2013 წლამდე დარჩა, შემდეგ გორის დილაში გადავიდა, რომელთან ერთადაც უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ვენის „რაპიდთან“ დამარცხდა. 2014 წლის იანვრიდან თანაგუნდელ ირაკლი მაისურაძესთან ერთად მალტურ „ვალეტაში“ გადავიდა. მალტის ჩემპიონატისა და თასის მოგების შემდეგ რევიშვილი ახალშექმნილ რუსულ კლუბ „ტოსნოში“ გადავიდა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და 2014-15 წლების სეზონში უკვე რუსეთის მეორე დონის ჩემპიონატში აღზევდა. მასთან ერთად „ტოსნოში“ ქართველი მცველი გიორგი ნავალოვსკიც გადავიდა, კლუბში უკვე ირიცხებოდა ასევე ქართველი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვს - მიხეილ გორელიშვილი.

სანაკრებო[რედაქტირება]
რევიშვილის სანაკრებო კარიერა ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშით დაიწყო, 17 წლამდელთა ნაკრებში მან 1 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, 19 წლამდელთა ნაკრებში 6, ხოლო 21 წლამდელთა ნაკრებში 7 მატჩი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდა ყაზახეთის წინააღმდეგ. იმ მატჩში ნუკრიმ მშრალად დაიცვა კარი .შემდეგ იყო დიდი ხნის უთამაშებლობის პერიოდი კლუბში და აქედან გამომდინარე სანაკრებო პაუზა, თუმცა მაჰაჩყალის „ანჟიში“ კარიერის აწყობის და ნაკრებიდან გიორგი ლომაიას წასვლის შემდეგ რევიშვილი ნაკრების ნომერი პირველი მეკარე გახდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელად თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, ნუკრი რევიშვილი საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გახდა. ევროპის ლიგაზე „დილას“ სახელით წარმატებით ასპარეზობის შემდეგ ისევ დაიბრუნა ნაკრებში პირველობა, რომელიც დროებით თბილისის „დინამოს“ მეკარის გიორგი ლორიას ხელში იყო.