guram kashia

0 2
ავატარი
Nukri
#1

გურამ კაშია (დ. 4 ივლისი, 1987, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ მცველი. მისი პოზიციაა დაცვის ცენტრი, ასევე შეუძლია მარჯვენა ფლანგზე თამაში. მისი პლიუსია ძლიერი თავური დარტყმა. გამოირჩევა ფიზიკური სიძლიერით და დაცვაში საიმედო თამაშით. 2012 წელს დასახელდა წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.[1].
საკლუბო[რედაქტირება]
გურამ კაშია 2003-2010 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ამ პერიოდის მანძილზე საკლუბო დონეზე მოგებული აქვს უამრავი ტიტული. კაშია დინამოს პირველ გუნდში 2006-07 წლების სეზონიდან გამოდიოდა. ამ სეზონში იგი ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა, ხოლო მომდევნო სეზონიდან კი გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მოიგო უმაღლესი ლიგა, თასი და სუპერთასი. 2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველია.

სანაკრებო[რედაქტირება]
„დინამოს“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს ჯერ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. შემდეგ მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში. მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 2009 წელს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ.