ჯაბა კანკავა (დ. 18 მარტი , 1986 ,
თბილისი) — ქართველი
ფეხბურთელი, დნეპროპეტროვსკის
„დნიპროსა“ და საქართველოს
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების
საყრდენი ნახევარმცველი და
კაპიტანი.
კარიერა
საკლუბო
ჯაბა კანკავამ საკლუბო კარიერა
დაიწყო 2004 წელს, თბილისის
„დინამოში“ , სადაც მწვრთნელად
ახალი დანიშნული იყო გიორგი
გეგუჩაძე, რომელიც აქცენტს
ახალგაზრდებზე აკეთებდა და
კანკავაც ამ გუნდის წევრი გახდა. იმ
სეზონში კლუბთან ერთად
საქართველოს თასის მფლობელი
გახდა, ასევე წარმატებით იასპარეზა
ევროტურნირებზე, პრაღის „სლავიას“
წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა
გოლმა „დინამოს“ შემდეგი ეტაპის
საგზური მოუტანა, რომლის გავლის
შემდეგაც საქართველოს ყველაზე
ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით
მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე
გავიდა. „დინამოში“ წარმატებული
სეზონის შემდეგ კანკავა
ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა,
სადაც 12 მატჩი ჩაატარა. 2005 წლის
სეზონის შემდეგ ქართველი
ნახევარმცველი უკრაინაში გადავიდა,
კერძოდ კიევის „არსენალში“ , სადაც
24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი
გაიტანა. 2007 წლიდან ჯაბა
დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“
ჩაირიცხა, სადაც სამწლიანი
კონტრაქტი გააფორმა. „დნიპროში“
ახალგადასული ჯაბა პირდაპირ
ძირითად შემადგენლობაში
დააყენეს,მაგრამ კიევის
„დინამოსთან“ ჩატარებულ
შეხვედრაში იმდენად ეუხეშა
მეტოქეს, რომ მოედნიდან გააძევეს
და მას შემდეგ გარკვეული პერიოდი
სათადარიგოთა სკამზე გაატარა. 2007
წლის ბოლოს, როგორც კი თავის
გამოჩენის შანსი მიეცა, ჩინებულად
გამოიყენა და უკრაინის ჩემპიონატის
ერთ-ერთი ტურის გმირად აღიარეს.
ამ პერიოდში კანკავა მხოლოდ 22
წლის იყო და ძალიან წარმატებულად
ატარებდა კარიერას. 2007-08 წლის
სეზონში სულ ჯაბამ 22 მატჩში 3
გოლი გაიტანა ,ხოლო 2008-09 წლის
სეზონში 3 მატჩი და 0 გოლი. 2009
წელს ქართველმა ნახევარმცველმა
ტრავმა მიიღო და თამაში მხოლოდ
2010 წლის დასაწყისში განაახლა.
2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის
აგვისტომდე იჯარის წესით
განათხოვრებული იყო კრივოი-
როგის „კრივბასში“ , შემდეგ
დაბრუნდა „დნიპროში“ და დღემდე
მისი კაპიტანია.
2014 წლის 30 მარტს, კიევის
„დინამოს“ წინააღდეგ ჩატარებული
მატჩის მიმდინარეობისას,
მოწინააღმდეგეთა კაპიტანს, ოლეგ
გუსევს , თავის ტრავმის გამო ენა
სასუნთქ მილში გაეჩხირა, ჯაბა
კანკავამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
[1]
სანაკრებო
ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებში 2005
წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი
შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ. 2008
წლის ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევ ციკლში კანკავამ მხოლოდ
2 მატჩი, სულ კი ნაკრებში 25 მატჩი
ჩაატარა.ერთ-ერთ მატჩში წითელი
ბარათიც მიიღო ანდრეა პირლოსთან
ორთაბრძოლისას.
ტიტულები
საქართველოს თასი გამარჯვებული:
2003/2004
უკრაინის პრემიერ ლიგა მეორე
ადგილი: 2013/2014
თბილისი) — ქართველი
ფეხბურთელი, დნეპროპეტროვსკის
„დნიპროსა“ და საქართველოს
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების
საყრდენი ნახევარმცველი და
კაპიტანი.
კარიერა
საკლუბო
ჯაბა კანკავამ საკლუბო კარიერა
დაიწყო 2004 წელს, თბილისის
„დინამოში“ , სადაც მწვრთნელად
ახალი დანიშნული იყო გიორგი
გეგუჩაძე, რომელიც აქცენტს
ახალგაზრდებზე აკეთებდა და
კანკავაც ამ გუნდის წევრი გახდა. იმ
სეზონში კლუბთან ერთად
საქართველოს თასის მფლობელი
გახდა, ასევე წარმატებით იასპარეზა
ევროტურნირებზე, პრაღის „სლავიას“
წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა
გოლმა „დინამოს“ შემდეგი ეტაპის
საგზური მოუტანა, რომლის გავლის
შემდეგაც საქართველოს ყველაზე
ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით
მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე
გავიდა. „დინამოში“ წარმატებული
სეზონის შემდეგ კანკავა
ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა,
სადაც 12 მატჩი ჩაატარა. 2005 წლის
სეზონის შემდეგ ქართველი
ნახევარმცველი უკრაინაში გადავიდა,
კერძოდ კიევის „არსენალში“ , სადაც
24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი
გაიტანა. 2007 წლიდან ჯაბა
დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“
ჩაირიცხა, სადაც სამწლიანი
კონტრაქტი გააფორმა. „დნიპროში“
ახალგადასული ჯაბა პირდაპირ
ძირითად შემადგენლობაში
დააყენეს,მაგრამ კიევის
„დინამოსთან“ ჩატარებულ
შეხვედრაში იმდენად ეუხეშა
მეტოქეს, რომ მოედნიდან გააძევეს
და მას შემდეგ გარკვეული პერიოდი
სათადარიგოთა სკამზე გაატარა. 2007
წლის ბოლოს, როგორც კი თავის
გამოჩენის შანსი მიეცა, ჩინებულად
გამოიყენა და უკრაინის ჩემპიონატის
ერთ-ერთი ტურის გმირად აღიარეს.
ამ პერიოდში კანკავა მხოლოდ 22
წლის იყო და ძალიან წარმატებულად
ატარებდა კარიერას. 2007-08 წლის
სეზონში სულ ჯაბამ 22 მატჩში 3
გოლი გაიტანა ,ხოლო 2008-09 წლის
სეზონში 3 მატჩი და 0 გოლი. 2009
წელს ქართველმა ნახევარმცველმა
ტრავმა მიიღო და თამაში მხოლოდ
2010 წლის დასაწყისში განაახლა.
2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის
აგვისტომდე იჯარის წესით
განათხოვრებული იყო კრივოი-
როგის „კრივბასში“ , შემდეგ
დაბრუნდა „დნიპროში“ და დღემდე
მისი კაპიტანია.
2014 წლის 30 მარტს, კიევის
„დინამოს“ წინააღდეგ ჩატარებული
მატჩის მიმდინარეობისას,
მოწინააღმდეგეთა კაპიტანს, ოლეგ
გუსევს , თავის ტრავმის გამო ენა
სასუნთქ მილში გაეჩხირა, ჯაბა
კანკავამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
[1]
სანაკრებო
ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებში 2005
წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი
შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ. 2008
წლის ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევ ციკლში კანკავამ მხოლოდ
2 მატჩი, სულ კი ნაკრებში 25 მატჩი
ჩაატარა.ერთ-ერთ მატჩში წითელი
ბარათიც მიიღო ანდრეა პირლოსთან
ორთაბრძოლისას.
ტიტულები
საქართველოს თასი გამარჯვებული:
2003/2004
უკრაინის პრემიერ ლიგა მეორე
ადგილი: 2013/2014