Pogba

0 2
ავატარი
Nukri
#1
პოლ ლაბილ პოგბა (დ. 15 მარტი ,
1993 ) — გვინეური წარმოშობის
ფრანგი ფეხბურთელი, იტალიის
სერია A-ს კლუბ „იუვენტუსის“
ნახევარმცველი. თამაში შეუძლია
როგორც საყრდენი ნახევარმცველის,
ასევე — შემტევი ნახევარმცველის
პოზიციებზე. [2]
ფეხბურთის თამაში დაიწყო პარიზში ,
საფეხბურთო კლუბ „როისი-ენ-
ბრიში“ და „ტორსიში“. შემდეგ
გადავიდა პროფესიონალურ კლუბ
„ლე ავრიში“ 2007 წელს. ორი წლის
შემდეგ გადავიდა ინგლისის პრემიერ
ლიგის კლუბ „მანჩესტერ
იუნაიტედში“ , სადაც დაჰყო სამი
სეზონი. მანჩესტერული კლუბის
ძირითად შემადგებლობაში
მონაწილეობა მიიღო შვიდ მატჩში.
2012 წლის ივლისში დატოვა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ და გადავიდა
სერია A -ს კლუბ „იუვენტუსში“ .
საკლუბო კარიერა
მანჩესტერ იუნაიტედი
პოგბას დებიუტი „მანჩესტერ
იუნაიტედში“ 2012 წლის 31 იანვარს
შედგა პრემიერ ლიგის მატჩში „სტოკ
სიტისთან“ , სადაც 72 წუთზე ხავიერ
ერნანდესი შეცვალა. ევროპული
დებიუტი 2012 წლის 15 მარტს
ევროპის ლიგის გათამაშებაში
ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში
შედგა, სადაც მისი გუნდი ანგარიშით
2-1 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი
5-3 და გამოეთიშა ევროპის ლიგაში
ასპარეზობას.
იუვენტუსი
2012 წლის 3 ივლისს სერ ალექს
ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ
„მანჩესტერ იუნაიტედი“ არ
გაუხანგრძლივებდა პოგბას
კონტრაქს და დატოვებდა კლუბს.
ამავე წლის 27 ივლისს ტურინის
იუვენტუსმა განაცხადა რომ პოლმა
სამედიცინო შემოწმება გაიარა და
ჩაირიცხა ტურინულ კლუბში.
ოფიციალურად, 3 აგვისტოს,
კონტრაქტი 4 წლით გაფორმდა.
პოგბას დებიუტი „იუვენტუსში“, 1
აგვისტოს, „ბენფიკას“ წინააღმდეგ
შედგა, მან 78 წუთზე ანდრეა პირლო
შეცვალა. პოლმა იუვენტუსის
მაისურით პირველი გოლი ნაპოლის
წინააღმდეგ 2012 წლის 20
ოქტომბერს გაიტანა. პოგბა
ტურინელ გულშემატკივრებში ახალ
ზედმეტსახელს ატარებს - ”რვაფეხა”
- ( იტალ . il polpo).
სანაკრებო კარიერა
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში
პოგბას დებიუტი 2013 წლის 22 მარტს
შედგა, საქართველოს წინააღმდეგ,
სადაც მან მატჩი ძირითად
შემადგენლობაში დაიწყო და
შეუცვლელად ითამაშა, მისმა
ნაკრებმა კი 3-1 იმარჯვა. პოგმამ
მონაწილეობა მიიღო 2014 წლის
მუნდიალზე, სადაც გაიტანა
ერთადერთი გოლი ნიგერიის
ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩში.
პოგბა დასახელდა ჩემპიონატის
საუკეთესო ახალგაზრდა
ფეხბურთელად.