ხავიერ ძანეტი

1 2
ავატარი
Nukri
#1
ხავიერ ადელმარ ძანეტი[1] (ესპ. Javier Adelmar Zanetti [ˈχaβ̞je̞ɾ adelˈmar saˈne̞ti], იტალ. [dzanˈetti]; დ. 10 აგვისტო, 1973, სუდ-დოკი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა იტალიის სერია A-ს კლუბ „ინტერნაციონალეში“. ძანეტი „ინტერის“ რიგებში 1995 წლიდან გამოდიოდა, ხოლო კაპიტნის სამკლავური მოირგო 1999 წლის 29 აგვისტოს. ძანეტი ცნობილია თავისი უნივერსალურობით, მას აქვს ორივე ფლანგზე თამაშის დიდი გამოცდილება, როგორც მცველის ასევე ნახევარმცველის ამპლუაში. ის თავისუფლად ჯდება ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაში, განსაკუთრებით დაცვით ნახევარდაცვაში და ცენტრალურ ნახევარდაცვაში. სანაკრებო დონეზე ის არის რეკორდსმენი, რომელსაც აქვს არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი. მან ითამაშა 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 და 2002 წლებში.

ცნობილია მეტსახელით „პუპი“. არგენტინაში მან მიიღო ზედმეტსახელი "Il Trattore" (ტრაქტორი), იტალიაში გადასვლისას მან მალე მოიპოვა პოპულარობა თავისი მტკიცე ხასიათით, ძალით და გამძლეობით. ძანეტიმ თავისი 4 წლიანი უგოლობის სერია 2006 წლის 5 ნოემბერს შეწყვიტა. არგენტინის ნაკრებში ის თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, სადაც ძალიან ხშირად უწევს თავდასხმაში ჩართვა. „პუპიმ“ მოიგო 5 სერია A „ინტერთან“ ერთად, რის შედეგადაც მიიღო ზედმეტსახელი "Il Capitano" (კაპიტანი). ძანეტიმ მოხსნა ყველანაირი რეკორდი როგორც არაიტალიელმა, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა იტალიურ კლუბთან ერთად, 757 ოფიციალური მატჩით ის იმყოფება სიის სათავეში.

"Il Capitano" ასევე ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, ხელმძღვანელობს თავისსავე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ „პუპის“ და იცავს უოჯახოდ დარჩენილი არგენტინელი ბავშვების ინტერესებს. ძანეტი ელჩად იყო დასახელებული ფიფას მიერ არგენტინაში გამართულ პროექტში "SOS Children's Villages". ძანეტი ასევე არის სპეციალური ოლიმპიადის გლობალური ელჩი.

2010 წლის 22 მაისს, ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩი „ინტერსა“ და „ბაიერნს“ შორის ძანეტისთვის მე-700 აღმოჩნდა. ამ თამაშში მიღწეული წარმატებით ამ ისტორიულ დღეს მისმა გუნდმა მოიგო ტრიპლეტი. მან გოლი გაიტანა 2010 წლის 20 ოქტომბერს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის რანგში გამართულ მატჩში, რომელითაც მოხსნა რეკორდი როგორც ყველაზე ხნიერი მოთამაშის მიერ გატანილი გოლი, ის იყო 37 წლის და 71 დღის, ეს რეკორდი მას მერე გააუმჯობესა ორმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ და რაიან გიგზმა.
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 9 ივნისი 2022, 20:59