პედრო გონსალეს ლოპესი (ესპ. Pedro González López; დ. 25 ნოემბერი, 2002, ტეგესტე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, კანარის კუნძულები, ესპანეთი), ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც პედრი (ესპ. Pedri) — ესპანელი ფეხბურთელი. „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
ლას-პალმასი
პედრი ესპანეთის კანარის კუნძულებზე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინციის ტეგესტეს მუნიციპალიტეტში, 2002 წლის 25 ნოემბერს დაიბადა
გამოდიოდა საფეხბურთო კლუბების „ტეგესტესა“ და „ხუვენტუდ ლაგუნას“ ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობაში. 2018 წლიდან „ლას-პალმასის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელი ხდება
2019 წლის ივლისში 16 წლის პედრი თავის პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებს „ლას-პალმასთან“.
გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი 2019 წლის 18 აგვისტოს სეგუნდა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, „უესკას“ წინააღმდეგ შედგა. შეხვედრა მასპინძლებმა, ანგარიშით 0–1 დათმეს.
2019 წლის 19 სექტემბერს პედრიმ თავისი პირველი გოლი ხიხონის „სპორტინგს“ გაუტანა. ამ გატანილი გოლით, — 16 წლის, 9 თვისა და 23 დღის ასაკში, „ლას-პალმასის“ ისტორიაში იგი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორად იქცა.
ბარსელონა
2019 წლის 2 სექტემბერს „ბარსელონამ“ მომდევნო, 2020 წლის ივლისისთვის, 5 მილიონ ევროდ პედრის კატალონიელთა კლუბში გადასვლის შესახებ „ლას-პალმასთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა. „ბარსელონასა“ და ფეხბურთელს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა
გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი იმავე წლის 27 სექტემბერს, „კამპ ნოუზე“, პრიმერა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ შედგა. პედრიმ შეხვედრის 70-ე წუთზე ფელიპე კოუტინიო შეცვალა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 4–0 დამთავრდა.
სანაკრებო კარიერა
2019 წლიდან იცავდა ესპანეთის 17, 18 და 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას. 2020 წლიდან ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაშია. 2021 წლის მარტში პედრი პირველად გამოიძახეს ესპანეთის ნაკრებში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის. მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 2021 წლის 25 მარტს, საბერძნეთის წინააღმდეგ.
ტიტულები