Argentinis erovnuli nakrebi

2 2
ავატარი
Nukri
#1

A R G E N T I N A
ავატარი
Nukri ავტორი
#2

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო
ნაკრები — წარმოადგენს არგენტინას
საერთაშორისო ტურნირებზე და
შეხვედრებზე ფეხბურთში . ნაკრების
კონტროლს და ხელმძღვანელობას
ახორციელებს არგენტინის
ფეხბურთის ასოციაცია .
ისტორია
1970-იანი წლები
1974 წლის მუნდიალზე არგენტინამ
დაძლია პირველი ჯგუფური ეტაპი და
გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც
დაიკავა ჯგუფში ბოლო ადგილი.
არგენტინა მასპინძლობდა შემდგომ,
1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.
გუნდმა ფინალში გასვლა მოახერხა,
სადაც მას ნიდერლანდის ნაკრები
შეხვდა. ფინალი ნიდერლანდმა
კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ
ტაიმში არგენტინა დაწინაურდა
მარიო კემპესის გოლით. დიკ
ნანინგას გოლით ნიდერლანდმა
მატჩის დასრულებამდე რვა წუთით
ადრე გაათანაბრა და მატჩის
მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდა,
მაგრამ რობ რენსენბრიკის დარტყმა
ძელს მოხვდა. დამატებით დროში
კემპესისა და დანიელ ბერტონის
გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა და
ისტორიაში პირველად მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
დიეგო მარადონას ეპოქა
1986 წლის მუნდიალი იქცა დიეგო
მარადონას ბენეფისად. ამ
ჩემპიონატზე არგენტინამ მეორედ
შეძლო ჩემპიონის ტიტულის
მოპოვება. ფინალში მათ 3-2
დაამარცხეს გერმანიის ნაკრები.
ბოლო, გამარჯვების გოლი
მარადონას პასით ხორხე ბურუჩაგამ
გაიტანა. მომდევნო, 1990 წლის
მუნდიალის ფინალაში არგენტინა
კვლავ გერმანიას დაუპირისპირდა,
მაგრამ ამჯერად დამარცხდა.
1998-დან დღემდე
1998 წლის მუნდიალზე არგენტინა
დიეგო მარადონას გარეშე
გაემგზავრა, მაგრამ მას ჰყავდა
გაბრიელ ბატისტუტა .
არგენტინელებმა მერვედფინალში
პენალტების სერიაში დაამაცხეს
მუდმივი მეტოქე ინგლისი.
მეოთხედფინალში მათი მეტოქე
ნიდერლანდის ნაკრები იყო.
ნიდერლანდი დაწინაურდა პატრიკ
კლეივერტის გოლით, მაგრამ
კლაუდიო ლოპესის გოლით
არგენტინამ პირველივე ტაიმში
გაათანაბრა. ნიდერლანდმა
გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 89-ე წუთზე
დენის ბერგკამპის მიერ გატანილი
გოლით. ბერგკამპმა მიიღო ფრენკ
დე ბურის 55 მეტრიანი პასი, ერთი
მოძრაობით მოატყუა რობერტო
აიალა და გაიტანა მსოფლიო
ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-
ერთი ულამაზესი გოლი. [3]
2006 წლის მუნდიალზე არგენტინამ
ჯგუფში მოიგო პირველი ორი მატჩი,
ფრედ ითამაშა მესამე
ნიდერლანდთან , გაიყო მასთან
ქულები, მაგრამ ბურთების უკეთესი
სხვაობით დაიკავა პირველი ადგილი
და მეოთხედფინალში გამოეთიშა
ტურნირს გერმანიასთან პენალტების
სერიაში წაგებით. 2010 წლის
მუნდიალზე არგენტინა კვლავ
გერმანიამ გამოაგდო, კვლავ
მეოთხედფინალიდან, ამჯერად მატჩი
0-4 დასრულდა. ასევე გერმანიასთან
შეხვდა არგენტინა მუნდიალი 2014-ის
ფინალში. ძირითადი დრო 0-0
დასრულდა. მატჩის ერთადერთი
გოლი დამატებით დროის მეორე
ტაიმში, 113-ე წუთზე ანდრე შურლეს
ფლანგური გარღვევისა და პასის
შედეგად შეცვლაზე შესულმა მარიო
გეცემ გაიტანა. არგენტინამ 1990
წლის შემდეგ პირველად კვლავ
ვერცხლის მედლები მოიპოვა.
არგენტინელთა კაპიტანი ლიონელ
მესი კი ჩემპიონატის საუკეთესო
ფეხბურთელად დასახელდა.
ავატარი
Hazard
#3
ამ თემას ერთი პოსტი როგორ არააქ 😃 სავსე იყო აქაურობა ბარსელონას ფანებით
ნახეს (2)

Hazard

მსგავსი თემები

Gaucho ·· რაგბი12
24პასუხი5ნახვა
ავატარიGaucho7 დეკ 2016, 21:12
Nukri ·· ნაკრებები
1პასუხი1ნახვა
ავატარიNukri25 ნოემბერი 2014, 20:31
5პასუხი4ნახვა
ავატარიGaucho3 ივნისი 2014, 02:07