ლუდი

2 2
ავატარი
Hazard
#1
ლუდი — მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს; იღებენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუდის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება (დამწიფება); გაფილტვრა და ჩამოსხმა. ალაოს მისაღებად ქერს წმენდენ, ახარისხებენ, ალბობენ, აღივებენ. შემდეგ მწვანე ალაოს აშრობენ, აცლიან ღივებს და აყოვნებენ. ლუდის ტკბილის მისაღებად ალაოს აპრიალებენ, აქუცმაცებენ და წყალში ურევენ, მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ფერმენტაციული პროცესები, რომელთაგან ძირითადია სახამებლის დაშაქრება, რომლის დამთავრების შემდეგ მასალას ფილტრავენ და გამჭვირვალე ტკბილის სვიასთან ადუღებენ საჭირო სიმკვრივის ნარევის მიღებამდე. შემდეგ ტკბილს აცლიან სვიას, წმენდენ და აცივებენ. ტკბილს ადუღებენ ლუდის სპეციალური საფუვრით. სადუღარ აპარატებში (ტემპერატურა 5-9 °C, დროის ხანგრძლივობა -7-8 დღე-ღღამე), რის შედეგად მიიღება მჭვანე ლუდი, რომელსაც დასადუღებლად და დასამწიფებლად გადიტანენ დახურულ ცილინდრულ ჭურჭელში, ე.წ. ტანკში (დროის ხანგრძლივობა 21-90 დღე-ღამე, ტემპერატურა 0-2 °C). აქ ლუდი გაჯერდება ნახშირორჟანგით, იწმინდება და იღებს საჭირო გემოს. საბოლოოდ ლუდს ფილტრავენ, შემდეგ კი ჩამოასხამენ.
ავატარი
Hazard ავტორი
#2
ლუდის დამზადება, ისტორიკოსებს თუ ვენდობით, 8 ათასი წლის წინ დაიწყო. მისი პირველი დამამზადებლები ქალები, ანუ დიასახლისები იყვნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლუდი სარეალიზაციო პროდუქტად იქცა, მის ხარშვაში ჩაერთვნენ მამაკაცებიც. დღეს კი ლუდის ხარშვა მამაკაცის საქმედ ითვლება. საწარმოო წესით ლუდის ხარშვა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიწყეს. დღეს ამ სასმელის წარმოებით განსაკუთრებით ცნობილია გერმანია, ჩეხეთი და ინგლისი.

ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით განარჩევენ რამდენიმე სახის ლუდს, მაგალითად: მსუბუქი ლუდი, როგორც წესი 0, 5-1, 5% ალკოჰოლს შეიცავს და შეიძლება იყოს როგორც ღია, ასევე მუქი; არის ასევე 0, 5-2, 8%-იანი ლუდი; ხოლო ძლიერ სახეობად თვლება 5-12%-იანი ლუდი, რომელსაც აქვს მკვეთრი, მომწარო გემო. არსებობს ასევე ე.წ. უალკოჰოლო ლუდი, მაგრამ სახელწოდების მიუხედავად, მასში სპირტის შემცველობა მაინც შეადგენს 0.2-1%-ს, რადგან ლუდის ალკოჰოლისგან სრული გაწმენდა ვერ ხერხდება.
ავატარი
Hazard ავტორი
#3
ლუდის სარგებლიანობის პირველი ფაქტი ფორმულირებული იქნა მეცნიერის, თეოფრასტ ბომბასტ ჰოკენჰეიმერის მიერ, რომელიც ასევე ცნობილია პარაცელსის სახელით. "საკვები და სასმელი სასარგებლო იქნება თუ საზიანო, განისაზღვრება, პირველ რიგში, მისი რაოდენობით" - წერდა იგი. თანამედროვე ლუდი ითვლება სასარგებლო სასმელად, რადგან იგი მზადდება ბუნებრივი პროდუქტებისგან, რომელთა უმეტესობაც ჰომეოპათიურ მკურნალობაში გამოიყენება.

ლუდი მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით, შეიცავს В1, В2, В6 ვიტამინებსა და РР-ს. ლუდში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ერითროციტების წარმოქმნას, "ეხმარებიან" გულს. ლუდში შედის რკინა და სპილენძი, ფოსფორი და მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტები. იგი 20-ზე მეტ ამინომჟავას შეიცავს. ცხადია, ეს სარგებელი უმეტესად ეხება გაუფილტრავ სახეობებს, რადგან ისინი არ გადის პასტერიზების პროცესს და ამგვარად ნარჩუნდება სასარგებლო ელემენტები.

გაუფილტრავი ლუდის ნიღაბი და ორთქლი ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას და თმას ბრწყინვალებას ანიჭებს. ლუდის ექსტრაქტს კოსმეტიკურ წარმოებაშიც იყენებენ.

მიუხედავად ზემოჩამოთვლილი სარგებლისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლუდი ჩვეულებრივი ალკოჰოლური სასმელია და დიდი დოზით მიღების შემთხვევაში ორგანიზმისთვის იგივე ზიანი მოაქვს, რაც ზოგადად ალკოჰოლს.

image
ამას გარდა, ეს "მუხანათი" სასმელი გამოირჩევა იმით, რომ ორგანიზმზე მისი უაყოფითი გავლენა დიდი ხნის მანძილზე შეუმჩნეველი რჩება. თავიდან მას სიამოვნება მოაქვს, რაც ხელს უწყობს თანდათანობით შეჩვევას და მიღებული დოზის გაზრდას. თანდათან მასზე ისე ხდებიან დამოკიდებული, რომ ყოველდღიურად იღებენ და ჩვეულებრივ წაყალსაც კი ანაცვლებენ. შედეგად იღებენ...გაზრდილ მუცელს. მაგრამ ძალიან ცდებით თუ თვლით, რომ წონაში მატების მიზეზი ლუდის კალორიულობაა! სინამდვილეში ლუდი თითქმის იგივე რაოდენობით კალორიას შეიცავს რასაც, მაგალითად რძე. ლუდის სმით გამოწვეული სიმსუქნე აიხსნება იმით, რომ მას ძალიან ბევრს სვამენ და, რაც მთავარია, როგორც წესი, მისაყოლებელსაც ატანენ. ამგვარ მისაყოლებლებს, რომლებიც ორგანიზმზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს, მიეკუთვნება ხმელი ან შებოლილი თევზი, სოსისი, ძეხვი, მარილიანი არაქისი, კრეკერები, ჩიფსები. ყველა ამ პროდუქტმა, ლუდთან ერთად, ადამიანს, და განსაკუთრებით მამაკაცს, შეიძლება "სახსოვრად დაუტოვს" არასასურველი "ლუდის ღიპი".

ლუდში არსებული ალკოჰოლი, მცირე დოზითც კი, მოქმედებს ადამიანის ტვინზე იმგვარად, რომ ჩნდება შიმშილის გრძნობა, თუმცა სინამდვილეში, მშიერი სულაც არ არის. ყოველვე ეს კი საბოლოო ჯამში, ჭარბი საკვების მოხმარებას იწვევს.

მსგავსი თემები