Cleveland Cavaliers

51 7
ავატარი
Gaucho
#1


კონფერენცია: აღმოსავლეთი
დივიზიონი: ცენტრალური
დაარსდა: 1970
ისტორია: კლივლენდ კავალიერსი
1970-დღემდე
არენა: Quicken Loans Arena
ქალაქი: კლივლენდი , ოჰაიო
გუნდის ფერები: წითელი, ყვითელი, თეთრი, ლურჯი
მფლობელ(ებ)ი: დენ ჯილბერტი;
ჰარი ჯილბერტი;
დევიდ კეცმენი
გენერალური მენეჯერი: კრის გრანტი
მთავარი მწვრთნელი: ბაირონ სკოტი
D-ლიგის კლუბი: Canton Charge
ჩემპიონები: 1
კონფერენციის ტიტულები: 1 ( 2007 )
დივიზიონის ტიტულები: 3 (1975–76, 2008-09, 2009-10)
გაუქმებული ნომრები: 6 ( 7 , 22 , 25 , 34 , 42 , 43
ოფიციალური საიტი: Cavs.com
ავატარი
Gaucho ავტორი
#2
კლივლენდ კავალიერსი ( ინგლ. Cleveland Cavaliers) (ასევე ცნობილი როგორც კავს) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს შტატ ოჰაიოს ქალაქ
კლივლენდში . მათ დაიწყეს თამაში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ( NBA ) 1970 წელს, როგორც დამატებითი გუნდი. კავალიერსი ამჟამად ცენტრალური დივიზიონის წევრია, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის. საშინაო მატჩებს გუნდი ქუიქენ ლოანს არენაში ატარებს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#3
კავალიერსის ისტორიაში ისეთი NBA ვარსკვლავებს უთამაშიათ, როგორებიც არიან ოსტინ ქერი, ბრედ დაფერტი, მარკ პრაისი და
ლებრონ ჯეიმზი . ასევე ნეით თარმონდი, უოლტ ფრეზიერი და
შაკილ ონილი.
ავატარი
Gaucho ავტორი
#4
გუნდის ისტორიის მანძილზე, კავალიერსმა შეძლო სამი
ცენტრალური დივიზიონის ტიტულის მოგება (1976, 2009, 2010), ერთი აღმოსავლეთი კონფერენციის მოგება 2007 წელს, ასევე 18-ჯერ იყო პლეი-ოფში გასული. გუნდის ისტორიაში არის ასევე ანტი-რეკორდი, რომელიც 2010-11 წლების სეზონში დაამყარა კავალიერსმა ზედიზედ 26 წაგებული მატჩით, რაც ნებისმიერ
მთავარი პროფესიონალური სპორტული ლიგების შედეგით, ყველაზე მეტია.
ავატარი
Gaucho ავტორი
#5
გუნდის ისტორია
გუნდის შექმნა
გუნდმა თამაში 1970 წელს დაიწყო NBA -ში, როგორც დამატებითი გუნდი, რომელსაც ნიკ მილეტი ედგა მფლობელის რანგში. გუნდის სახელის შერჩევისას იდეა იყო: ჯეის, ფორესტერს, პრეზიდენტს და კავალიერსზე, რაზეც შეჩერდა კიდევაც არჩევანი. გუნდს მთავარი მწვრთნელად ბილ ფიტჩი ედგა, რომელმაც კლივლენდ არენაში გამართულ პირველ სეზონში 15-67 შედეგით დაასრულა. გუნდი იმედებს ამყარებდა 1971 წლის დრაფტის არჩევან ოსტინ კერზე, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებდა და ვერასდროს შეძლო მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#6
1975-76 წლების სეზონში, კერთან, სმიტთან, ჩონსთან, სნაიდერთან და ახლად აყვანილ ნეით თარმონდთან ერთად, კავალიერსმა 49-33 დაასრულა, რაც საკმარისი იყო
ცენტრალური დივიზიონის ტიტულის მოპოვებაში, რაც გუნდისთვის პირველი ტიტული იყო. ფიტჩმა მიიღო წლის საუკეთე მწვრთნელის ჯილდო, ხოლო კავალიერსი ისტორიაში პირველად გავიდა პლეი-ოფში.
ავატარი
Gaucho ავტორი
#7
კავსმა პირველი რაუნდი ვაშინგტონ ბულეტსის წინააღმდეგ 4-3 მოიგო. ბოლო წამებზე სროლის გმირობით გამორჩეული, სერია ცნობილი გახდა როგორც რიჩფილდის საოცრება. კავსმა მე-7 თამაშში 87-85 მოიგო როდესაც სნაიდერმა თამაშის დასრულებამდე 4 წამით ადრე შეძლო მოგების მომტანი ქულის ჩაგდება. ტრავმების გამო, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ დამარცხდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#8
კლივლენდმა მოიგო 43 მატჩი ორ 1976-77 და 1977-78 წლების სეზონში, მაგრამ ორივე მათგანი პლეი-ოფის მალე დასრულებით შემოიფარგლა. 1978-79 წელს 30-52 შედეგით დასრულების შემდეგ, ფიტჩმა დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი.
ავატარი
Gaucho ავტორი
#9

კავალიერსის პირველი ლოგო 1970–1983 წლებში
ავატარი
Gaucho ავტორი
#10
1980–1983: რთული პერიოდი
მომდევნო სეზონში, ერთ-ერთმა მფლობელმა მილეტმა გაყიდა მისი კუთვნილება მცირე მფლობელ ჯოყ ზინგეილზე. 1980 წელს, რამდენიმე თვის შემდეგ, ზინგეილმა გაყიდა გუნდი Nationwide Advertising მაგნატ ტედ სტეფიენზე. ახალმა მფლობელმა გუნდში ახალი სამწვრთნელო შტაბი და ახალი თავისუფალი აგენტების აყვანა დაიწყო. ასევე სტეფიენმა შეძლო რამდენიმე პირველი რაუნდის დრაფტზე აყვანილი მოთამაშები გაუშვა. ამის გამო მალე "სტეფიენის წესი" შეარქვეს მის ქცევებს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#11
ყველაფერთან ერთად, სტეფიენმა ეცადა გუნდის სახელის გადარქმევაც და „ოჰაიო კავალიერსის“ დარქმება, ეს იყო იმ გეგმის ნაწილი, რომ გუნდს უნდა ეთამაშა არა მხოლოდ კლივლენდ არენაში, არამედ ცინცინატის ტერიტორიაზე, არა-ოჰაიოს მარკეტზე, როგორიც ბუფალო და პიტსბურგია.
ავატარი
Gaucho ავტორი
#12
ეს ქმედებები გუნდის პარკეტზე თამაშის დროსაც აისახა, მათი ღარიბული თამაშის ხარისხით როდესაც 1980-81 წლების სეზონი 28-54 დაასრულეს (სტეფიენის პირველ წელს), მომდევნო 1981-82 წლებში კი 15-67 მოჰყვა, როდესაც გუნდმა უკანასკნელი 19 მატჩიდან ყველა წააგო, ასევე 1982-83 წლების სეზონი, როდესაც გუნდმა ზედიზედ 24 მატჩიანი წაგების სერია მოაწყვეს, რაც NBA ისტორიაში მეორე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, მომდევნო სეზონში გუნდმა 23-59 შედეგით დაასრულა. გუნდის ქომაგების რაოდენობა ნელნელა იკლებდა კოლიზეუმში მისვლას, რაც საბოლოო წელს საშუალო მაჩვენებელ 3 900 დაეცა, მაშინ როდესაც არენის ტევადობა 20 000 იყო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#13
საბოლოოდ სტეფიენი აპირებდა გუნდის ტორონტოში გადაყვანას და ტორონტო თაუერსის დარქმევას, მაგრამ ძმებმა ჯორჯ და გორდონ განდებმა შეიძინეს 1980 წელს კავალიერსი და გადაწყვიტეს გუნდის დატოვება კლივლენდის ტერიტორიაზე. (ცოტა ხნის შემდეგ, ტორონტომ მიიღო დამატებითი გუნდის უფლება, რის შემდეგადაც ტორონტო რაპტორსი დაარსდა).
ავატარი
Gaucho ავტორი
#14
1983–1993: ბრედ დაფერტის ერა
მალევე, რაც კავალიერსი განდების ხელში გადავიდა 1983 წელს, მათ შეცვალეს გუნდის ფერები მუქი წითელი და ოქროსფერი გადაიყვანეს ნარინჯისფერ და ლურჯ ფერებში, ასევე აღიარეს ოფიციალურად კავსი როგორც გუნდის შემოკლებითი სახელი, რომელიც მანამდე არაოფიციალურად გამოიყენებოდა გულშემატკივრების, გუნდის გამომცხადებლების და გადაცემების დროს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#15
ჯორჯ კარლის მწვრთნელობის დროს, კავალიერსი კვლავ ვერ თამაშობდა უკეთ და ტოვებდა პლეი-ოფს 1983-84 წლების სეზონში 28-54 შედეგით. კავსი საბოლოოდ დაუბრუნდა პლეი-ოფს 1985 წელს, სადაც წააგო ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა. ამ დროს გუნდი კვლავ ტრანსორმირებას განიცდიდა, რომელსაც ლიდერობდნენ მოთამაშეები: უორლდ ფრი, როი ჰინსონი, ჯონ ბაგლი. 1986 წელს კარლი გათავისუფლებული იქნა გუნდიდან ჩატარებული 66 მატჩის შემდეგ. დროებითი მწვრთნელი გენ ლიტლზი დაეხმარა გუნდს, უკანასკნელი მატჩებში. ამის შემდეგ სეზონში, დრო იყო გუნდის ფუნდამენტალური ცვლილებების. 7 სეზონის განმავლობაში, კავალიერსს 9 მწვრთნელი ჰყავდა: სტენ ოლბეკი, ბილ მასელმენი, დონ დილეინი, ბობ კლოპენბურგი, ჩაკ დელი, ბილ მასელმენი (კიდევ), ტომ ნისეილკი და გენ ლიტლზი. ერთადერთი პლეი-ოფის სეზონი გუნდს ამ დროის განმავლობაში 1984-85 წლების სეზონში ჰქონდა, ჯორჯ კარლის დაქვემდებარების ქვეშ, რომელიც პირველ რაუნდში ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ 1-3 დამარცხდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#16
1986 წელს, კავალიერსმა აიყვანა დრაფტზე ან გადმოიყვანა ბრედ დაფერტი, მარკ პრაისი, რონ ჰარპერი დ ალარი ნენსი. ეს ოთხი მოთამაშე (სანამ ჰარპერი არ იქნებოდა 1989 წელს გაშვებული ლოს-ანჯელეს კლიპერსის რიგებში დენი ფერის სანაცვლოდ) დაეხმარა გუნდს ახალი მიმართულებით წასულიყო, რომელსაც მწვრთნელის რანგში ლენი უილკინსი ეყენა, რომელიც უკანასკნელ 9 სეზონში 8 პლეი-ოფში მოახერხა გაყვანა, მათ შორის 3-ჯერ 50+ რეგულარული სეზონის დამთავრება.