1992-1996: შაკილ ონილის ერა
მეჯიკის ისტორია 1992 წლის 17 მაისს შეცვალა, როდესაც გუნდმა შეძლო NBA დრაფტზე პირველ ნომრად არჩევა 1992 წელს. მეჯიკმა აირჩია დიდი-კაცი - შაკილ ონილი რაც ყველაზე დიდი პრიზი იყო მას შემდეგ რაც ნიქსმა პატრიკ იუინგი აირჩია. ონილი რომელიც სიმაღლეში თითქის 216 სმ იყო, უმალვე მოახდინა მეჯიკის ლიდერობის თავის თავზე აღება და გუნდს დაეხმარა 41-41 დაესრულებინა რეგულარული სეზონი. მეჯიკი კიდევ ერთხელ გახდა NBA-ს ყველაზე გაუმჯობესებული გუნდი. ონილი კი გახდა პირველი ახალბედა, რომელიც იყო NBA All Star-ზე დამწყები მოთამაშე მაიკლ ჯორდანის შემდეგ 1985 წელს. ონილი ასევე გახდა 1992-93 წლების NBA წლის ახალბედა. შაკის ბრწყინვალე გამოჩენის მიუხედავად, მეჯიკი მაინც ვერ გავიდა პლეი-ოფში, რადგან ამ შედეგით გაუთანაბრდა ინდიანა პეისერსს, რომელსაც უკანასკნელი მე-8 ადგილი ეკავა.
მეჯიკმა კვლავ მოიგო 1993 წლის NBA დრაფტის ლატარეაში. გუკასი გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და მისი ადგილი ბრაიან ჰილმა დაიკავა, რომელიც გუნდის ისტორიაში მე-2 მწვრთნელი გახდა. დრაფტზე მეჯიკმა კრის ვებერი აირჩია, თუმცა უმალვე გაუშვა გოლდენ-სტეიტ უორიორსიში მე-3 ნომრად არჩეულ ენფერნი ჰარდევეის სანაცვლოდ, ასევე სამომავლოდ დრაფტის არჩევნისთვის. ონილის და ჰარდევეის დუეტით, მეჯიკი ერთერთი დომინანტი კლუბი გახდა NBA-ში, რომლებმაც შეძლეს 50 გამარჯვების მოპოვება (32 მარცხი). პირველად გუნდის ისტორიაში მეჯიკი პლეი-ოფში გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციაში დაკავებული მე-4 ადგილით. თუმცა პირველივე რაუნდში მეჯიკი დამარცხდა ინდიანა პეისერთან 0-3 და გუნდისთვის სეზონიც დასრულდა.
1994-95 წლების სეზონში, მეჯიკმა გუნდის არსებობის მე-6 წელიწადს აიყვანა ჰორას გრანტი თავისუფალ მოთამაშედ ჩიკაგო ბულზიდან. მეჯიკმა სეზონი 57-25 დაასრულა რაც საუკეთესო იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში, ასევე შეძლო გუნდმა ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოგება, რითაც გახდა მეორე ყველაზე სწრაფი გუნდი, რომელმაც შეძლო NBA ფინალში გასვლა. პლეი-ოფში გასულებმა მეჯიკმა შეძლო ბოსტონ სელტიკსის, ჩიკაგო ბულზის და ინდიანა პეისერსის დამარცხება, რასაც მათი NBA ფინალში გასვლა მოჰყვა, აქ გასულებს კი ჰიუსტონ როკეტსი შეხვდა და გუნდისთვის 0-4 დამარცხდა სერიაში.
1995-96 წლების სეზონი მეჯიკმა თითქმის კვლავ აღმოსავლეთ კონფერენციის და ატლანტიკის დივიზიონის მწვერვალზე დაამთავრა 60-22 შედეგით, რომელსაც ონილი და ჰარდევეი ლიდერობდნენ, თუმცა მეჯიკი პლეი-ოფში მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილით გავიდნენ და ჩამორჩნენ NBA ისტორიაში ყველაზე საუკეთესო 72-10 შედეგის მქონე ჩიკაგო ბულზს. პლეი-ოფში გასულებმა შეძლეს დეტროიტ პისტონსის და ატლანტა ჰოუქსის დამარცხება, რის შემდეგაც გავიდნენ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში. მაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის და დენის როდმენის კომბინაცია მეტისმეტად რთული აღმოჩნდა მეჯიკისთვის და ამიტომ სერია 0-4 დათმეს.