erti sevdiani ambavi...

8 5
ავატარი
Nukri
#1


ზარი აწკრიალდა. აი პირველი კლასი, დღეს პირველ გაკვეთილს იწყებს. როგორ უხარიათ, არა? ანდრეამ დედა ორი საათით ადრე გააღვიძა — არ დამაგვიანდესო. მასწავლებელმა, რა თქმა უნდა, ბავშვები გოგო-ბიჭად დასვა. ანდრეა და ერთი ქერათმიანი, ცისფერთვალება გოგო ერთად მოხვდნენ.
მარიამი მუდამ წყნარი და მორიდებული იყო. ასე განვლო თერთმეტმა წელმა — ანდრეას და მარიამის სიყვარულის თერთმეტმა წელმაც. მაშინ თმების წიწკვნით დაიწყო სიყვარული, ახლა კი მხურვალე კოცნით, მრავლისმეტყველი თვალებით და მრავლისმთქმელი სიჩუმით მთავრდებოდა... ხო, მთავრდებოდა.
ანდრეამ მარიამი სასეირნოდ წაიყვანა. გრილი საღამო იყო, ირგვლივ სიწყნარე სუფევდა, თუმცა ანდრეა ღელავდა. ხომ უნდა აეხსნა მარიამისთვის, რომ საზღვარგარეთ მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად. ლონდონი ხომ ძალიან შორია. აი, როგორც იქნა, უთხრა.
მარიამს თითქოს არც გაკვირვებია, თითქოს აუღელვებლად მიიღო, მაგრამ ვინ რა იცოდა, მის სულში რა ხდებოდა. ის ხომ ანდრეას გულის ტკენას უფრთხილდებოდა. წასვლამდე ორი საათით ადრე დაემშვიდობა, არ გაუცილებია, ერთი მაგრად აკოცა, ჩაიკრა გულში, ანდრეას სული თვითონ დაიტოვა, სხეული კი იქ, ლონდონში გაუშვა. წავიდა ანდრეა...
წასვლიდან ორი წლის მანძილზე ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, მაგრამ მარიამი უეცრად გაქრა. ტელეფონი გათიშული აქვს. საწყალმა ბიჭმა მის მეგობრებს სთხოვა დახმარება, მაგრამ მათაც ვერაფერი შეიტყვეს მარიამის შესახებ. ხოდა, ანდრეამ იფიქრა, ალბათ მიტოვება უნდოდა, პირდაპირ ვერ მითხრაო. პირველად ვერ ძლებდა მის გარეშე, მაინც ურეკავდა, მაგრამ პასუხი ისევ არ იყო. ასე დაივიწყა ეს ძლიერი სიყვარული.
გავიდა ორი წელი. ანდრეა თბილისში ჩამოვიდა. არც გახსენებია გოგოების ყურადღებით განებივრებულ ბიჭს მარიამი, არც დაკარგული სიყვარული აწუხებდა — არადა, როგორ ცდილობდა მარიამი მასთან შეხვედრას.
ერთ წვიმიან საღამოს ანდრეა მანქანით გარეუბნიდან ქალაქში ბრუნდებოდა. ციოდა და საშინლად წვიმდა... მიტოვებულ ადგილას გოგო დაინახა. სველი იყო, შეეცოდა და გააჩერა მანქანა.
გოგონა თავდაღუნული ჩაჯდა მანქანაში, უკანა სავარძელზე. ანდრეამ უკან მიიხედა და რამდენიმე წუთით დამუნჯდა. ძველი სიყვარული უპოვია — უფრო სწორად, ძველმა სიყვარულმა იპოვა. მარიამი იყო, ისევ ისეთი ლამაზი, მშვიდი, მაგრამ ოდნავ უფრო სევდიანი.
ანდრეამ ძალა მოიკრიბა და ჰკითხა, როგორ იყო, მაგრამ ის მის ღალატში ისე იყო დარწმუნებული, რომ არც უკითხავს, სად იყო ეს ორი წელი. გზაში ორივე ჩუმად იყო. მარიამს მოსდიოდა ცრემლები, რომლებიც ციცინათელებს უფრო ჰგავდნენ. ანდრეას მისი მისამართიც კი არ ახსოვდა. რა გულისტკივილით შეახსენა მარიამმა მისამართი. ისევ წვიმდა.
როცა მარიამი მანქანიდან გადადიოდა, ანდრეამ ტყავის ქურთუკი მოაცვა და უთხრა, გამოეცვალა სველი სამოსი და მერე გამოეტანა. მარიამმა უსიტყვოდ უპასუხა. შევიდა სახლში...
გავიდა ერთი საათი და არ ჩანდა. კიდევ ელოდა და ბოლოს გადაწყვიტა, სახლში შესულიყო და თვითონ გამოეტანა ქურთუკი. დააკაკუნა და შავებში ჩაცმულმა ქალმა გააღო კარი — მარიამის დედამ, მაიამ. იცნო ანდრეა და ერთი მაგრად ჩაიხუტა ცრემლმორეულმა.
ანდრეამ მარიამი იკითხა და უბედურმა დედამ მოუყვა ის ტრაგიკული დღე, როცა მარიამი ავარიაში მოყვა მეგობრებთან ერთად და სამუდამოდ წავიდა. ანდრეას არ სჯეროდა — ან ამ ამბავს როგორ დაიჯერებდა, 1 საათის წინ თვითონ არ მიიყვანა სახლში? ცოტა გაბრაზდა კიდეც, ეს რა ხუმრობააო და მარიამის საფლავის ნახვა მოინდომა, ღიმილნარევი ირონიით.
წავიდნენ ზღვის სასაფლაოზე. ამ უამრავ მარმარილოს ნახატებში ის ყველაზე მეტად გამოირჩეოდა. იქაც ლამაზი და მისი ერთგული იყო. ანდრეა მანქანიდან გადავიდა და მუხლებში მოიკეცა, როცა მისი ქურთუკი მარიამის საფლავის მიწაზე იყო გადაფარებული...
ავატარი
Gaucho
#2
mosaklavi xar nukri :'😢 ras merchi? 🙁
ავატარი
Hazard
#3
Gaucho, rao ras gerchis ?
ავატარი
Iunaitedi
#4
Anu? Isgogo viniyo ro miiyvana saxshi? Nukri nu gvayleveb :d
ავატარი
Iunaitedi
#5
Aa anu moelanda da rame?
ავატარი
Nukri ავტორი
#6
Au es me davde?
ავატარი
Nukri ავტორი
#8
მაგარი განდონა ბავშვი ვყოფილვარ
ავატარი
Hazard
#9
დეპრესიაში ხოარიყავი ? 😃
ნახეს (14)

Hazard, Iunaitedi

მსგავსი თემები