მე ყველა ქალი მძულდა

0 2
ავატარი
Iunaitedi
#1
მე ყველა ქალი მძულდა, რომელთანაც მივდიოდი შენს დასავიწყებლად, მაგრამ ხანდახან მაინც მიწევდა თქმა, მე შენ მიყვარხარ. შემდეგ მე ჩემი თავიც მძულდა, ვფიქრობდი ხოლმე „როგორ გამომდის ასეთი ოსტატური ტყუილი? როგორ ვიძირები ჩემს მიერ შექმნილ სევდაში ასე მარტივად.“ მე ყველა ქალი მძულდა, რომლებთანაც მივდიოდი ძალიან ახლოს. მე ამ დროს ფართოდ ვახელდი თვალებს, თუ დამიჯერებ შენ გხედავდი მე მათ მაგივრად. მე ისინი ნამდვილად მძულდნენ, როცა ვესალმებოდი და ვკოცნიდი, როცა სხეულები ერთმანეთს ეხვეოდნენ, ოჰჰ როგორ მძულდნენ, ნეტავ ოდესმე მაპატიებენ? ჩემი სიყვარული ხომ ყოველთვის შენს მიმართ იყო მომართულიდა როცა მეკითხებოდნენ ვინ არის ეს ქალი შენს ნახატზე? მე ვპასუხობდი მხოლოდ მორცხვ ღიმილს, გულში ვფიქრობდი, ეს ის ქალია, რომელმაც შეძლო სხვა ყველა ქალის შეძულება და დამტკიცება, რომ სიყვარული მართლაც არსებობს.

მსგავსი თემები