ლეო მესი

7 4
ავატარი
Nukri
#1

ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ფიფა-ს ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობა — ოთხი, რომელთაგან პირველი ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მოიგო. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.
ავატარი
Hazard
#2
ავატარი
Nukri ავტორი
#3
Hazard, eg xo wavshale
ავატარი
Hazard
#4
Nukri, aba rato shevdivar 😃
ავატარი
Nukri ავტორი
#5
Hazard, 2 iyo albat erti vnaxe da wavshale axali gavakete 😃
ავატარი
Nukri ავტორი
#6
wavshli
თემა გადაიტანა Boss Lampard კატეგორიიდან ფეხბურთი კატეგორიაში ფეხბურთელები 5 ივნისი 2022, 02:55
ავატარი
Hazard
#8
ლეო მესი:

„არასოდეს მითქვამს, რომ ისტორიაში საუკეთესო ვიყავი. არც მიცდია ამ აზრთან მიახლოება. ის, რომ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს მეძახიან, უკვე საკმარისზე მეტია. ბოლოს და ბოლოს, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს.

ეს არ მაინტერესებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა საუკეთესოდ მთვლიან თუ არა. და არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი. არასოდეს მიყვარდა კერპობა ან რჩევის მიცემა. ვიბრძოდი ჩემი ოცნებებისთვის. თავიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი პროფესიონალი მოთამაშე, შემდეგ ყოველწლიურად ვიბრძოდი წინსვლისა და ახალი მიზნების მისაღწევად.

მე მჯერა, რომ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ჩემთან მოსულიყო. ყოველთვის მინდოდა, რომ საკუთარი თავისთვის მეჯობნა, არ ვუყურებდი რას აკეთებდნენ სხვები.

მე და კრიშტიანუ წლები ერთ ლიგაში ვთამაშობდით. ეს მშვენიერი იყო და დაგვეხმარა ზრდასა და კარიერის განვითარებაში. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვუყურებდით. მე უბრალოდ მინდოდა პროგრესი, რომ გავმხდარიყავი უკეთესი, მაგრამ არ მქონდა სურვილი გავმხდარიყავი ვინმეზე უკეთესი“.