რაზე მეტყველებს "ხელისგულზე" გამ

5 3
ავატარი
Nukri
#1
გულის ხაზი, რომელიც თითოეულ ადამიანს გააჩნია და ხელის გულზე გადის, აკონტროლებს ჩვენს ცხოვრებას ემოციურ სფეროში. მისი საშუალებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ადამიანის ურთიერთობის შესახებ გარშემომყოფების მიმართ. როგორც წესი ხელისგულზე გულის ხაზი იწყება ცერა და საჩვენებელ თითებს შორის და გრძელდება ნეკამდე, რომელიც კვეთს მთლიან ხელისგულს. თუ გსურთ გაიგოთ რაზე მეტყველებს თქვენი გულის ხაზი და რა ცვლილებებია თქვენს ყოველდღიურ თუ პირად ცხოვრებაში, უბრალოდ დააკვირდით თქვენს მარჯვენა ხელის გულს და ფოტოზე გამოსახული მინიშნების მიხედვით წაიკითხეთ თქვენთვის შესაფერისი დასკვნა.
ავატარი
Nukri ავტორი
#2
1. თუ თქვენი გულის ხაზი შუა თითის ქვემოდან იწყება, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ნამდვილი ლიდერი, ამბიციური, დამოუკიდებელი, ჭკვიანი და რაც მთავარია იცით, როგორ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება სწრაფად.

ამგვარი გულის ხაზის მქონე ადამიანები არიან ნაკლებად მგრძნობიარენი და ცივები გარშემომყოფთა მიმართ, თუმცა აფასებენ და უყვართ საკუთარი ოჯახი.
ავატარი
Nukri ავტორი
#3
2. თუ თქვენი გულის ხაზი შუა და საჩვენებელ თითებს შუიდან იწყება, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თქვენ ხართ თბილი, ყურადღებიანი და კეთილი ადამიანი. ხართ მერყევი და ფრთხილი გადაწყვეტილებების მიღების დროს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის საღ აზრს იყენებთ. ძალიან უყვარხართ გარშემომყოფთ და განდობენ თვით საიდუმლოსაც კი.
ავატარი
Nukri ავტორი
#4
3. თუ თქვენი გულის ხაზი საჩვენებელი თითის ქვემოდან იწყება, ეს მიუთითებს რომ ხართ დაუცველი და ძალიან ბევრს მოითხოვთ გარშემომყოფთაგან. ამავდროულად შეგიძლიათ სიღრმისეულად იყოთ მგრძნობიარე და უთანაგრძნოთ და გვერდში დაუდგეთ ოჯახის წევრებს. იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც უყვარს ძალიან დიდი გეგმების დადგენა სამომავლოდ და ხშირ შემთხვევაში გიმართლებთ კიდეც.
ავატარი
Nukri ავტორი
#5
4. თუ თქვენი გულის ხაზი იწყება ცერა და საჩვენებელ თითებს შორიდან, ეს მიუთითებს თქვენს რბილ, თბილ და მხიარულ ბუნებაზე. ხართ საოცრად მომთმენი და მზრუნველი. თქვენი მთავარი მიზანია ჰარმონია ყველგან და ყოველთვის, რის გამოც გარშემომყოფებს მეოცნებედ მიაჩნიხართ.
ავატარი
Iunaitedi
#6
2.