9 ფაქტი ანდრეს ინიესტაზე

23 3
ავატარი
Gaucho
#1
ესპანეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ნახევარმცველის 32 წლის ანდრეს ინიესტას კარიერაში, რამდენიმე საინტერესო ფაქტის აღმოჩენა შეიძლება.
ავატარი
Gaucho ავტორი
#2
1. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ეხლა ინიესტას არა ბარსელონას არამედ მადრიდის რეალის ღირსება დაეცვა. ანდრესის ბავშვობაში, მშობლებმა თავად გადაწყვიტეს თუ სად იქნებოდა უკეთესი მათი შვილისთვის ფეხბურთის თამაში. საბოლოოდ არჩევანი ბარსელონას სასარგებლოდ გააკეთეს, ხოლო მადრიდის ვარიანტი დაბლოკეს, რადგან მათ არ მოეწონათ რაიონი სადაც რეალის კანტორა მდებარეობდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#3
ავატარი
Gaucho ავტორი
#4
2. ინიესტას მშობლები ოფიციანტები იყვნენ ადგილობრივ ფუენტეალბილიაში. ანდრესმა, პირველი ოფიციალური კონტრაქტის შემდეგ მშობლებს სახლი უყიდა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#5
3. 2001 წელს 17 წლის ინიესტა, სერა ფერერმა ბარსეონას ვარჯიშზე მიიწვია, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობის გასახდელს ვერ მიაგნო და ჩათვალა რომ მას მწარედ გაეხუმრენ. როდესაც ინიესტამ სახლისკენ მიაშურა მას ლუის ენრიკე შეხვდა და ვარჯიშზე წაიყვანა.
ავატარი
Gaucho ავტორი
#6
4. ერთხელ ხოსეპ გუარდიოლამ ახსნა თუ რატომ ვერ აიღო ინიესტამ აქამდე ოქროს ბურთი: " ანდრესი არ ატარებს საყურეს, არ იღებავს თმას, არ ეხვევა სკანდალურ ისტორიებში. პრესისთვის ის არ არის იმდენად აქტუალური, როგორც სხვები, მაგრამ ჩემთვის ის მაინც საუკეთესო მოთამაშეა".
ავატარი
Gaucho ავტორი
#7
5. იმაზე, რომ ინიესტა არ არის ყველაზე პოპულარული მოთამაშე თავის სამშობლო ესპანეთშიც კი გვიამბობს ისტორია, რომელსაც ფეხბურთელები ყვებიან. 2010 წლის ჩემპიონატამდე რამოდენიმე ხნით ადრე, მომავალში ოქროს ბურთის ავტორთან, ერთ-ერთ კლუბში ქალი მივიდა, ინიესტა უკვე მზად იყო მისთვის ავტოგრაფი მიეცა ან სურათი გადაეღო, როდესაც ქალმა მას უთხრა: "ერთი კოლა თუ შეიძლება".
ავატარი
Gaucho ავტორი
#8
6. ინიესტას თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტშიც კი არ დავიწყებია გარდაცვლილი მეგობარი, ესპანიოლის ფეხბურთელი დანი ხარკი. როდესაც მან ჰოლანდიის ნაკრების კარში გოლი გაიტანა მაიკა გაიხადა და ყველას აჩვენა წარწერა: "შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხარ დანი ხარკ". სწორედ ამ მომენტის შემდეგ დასრულდა ომი ბარსელონასა და ესპანიოლის გულშემატკივრებს შორის.
ავატარი
Gaucho ავტორი
#9
ავატარი
Gaucho ავტორი
#10
7. მესი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის ბარსელონას შემადგენლობაში, რომელსაც შეუძლია დაამყაროს სხვადასხვა რეკორდი. ინიესტამ შეძლო და მიაღწია შესანიშნავ შედეგს. ბარსელონას შემადგენლობაში როცა ინიესტა მინდორზე იყო კატალონიელებს 51 თამაშის განმავლობაში არცერთხელ არ წაუგიათ. ინიესტამ ამ შედეგით ემილიო ბუტრაგენის რეკორდი დაამხო.
ავატარი
Gaucho ავტორი
#11
8. ინიესტას გული ანა ორტისს ეკუთვნის. ისინი უკვე ოთხი წელია ერთად არიან ზაფხული კი მათი კავშირი კანონიერი გახდა. ანდრესს და ანას ჰყავთ შვილი ვალერია.
ავატარი
Gaucho ავტორი
#12
9. მესისა და რონალდოსგან განსხვავებით, ინიესტა არ არის განებივრებული პირადი ტიტულებით, 2012 წელს ის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ავატარი
Gaucho ავტორი
#13
ავატარი
Gaucho ავტორი
#14
ავატარი
Gaucho ავტორი
#15
ავატარი
Gaucho ავტორი
#16