NBA (amerikis nacionaluri sakalatburto asociacia)

63 11
ავატარი
Gaucho ავტორი
#62
“ტორონტომ” “ატლანტა”
• • •
გაანადგურა
გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.
“შარლოტ ჰორნეტსი” შინ “მინესოტას” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე ენდრიუ უიგინსმა სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრის ძირითადი დროის შედეგი 106:106 დააფიქსირა. დამატებით 5 წუთეულში “მინესოტას” კალათბურთელებს სროლა უკეთ წაუვიდათ და საბოლო ჯამში “თიმბერვულვზმა” “ჰორნეტსი” 125:120 დაამარცხა.
“ტორონტომ” შინ “ატლანტა” 128:84 გაანადგურა. კანადელებმა ჯორჯიელები ყველა პერიოდში დაამარცხეს, განსაკუთრებით დიდი სხვაობა ბოლო მეოთხედში დაფიქსირდა 42:14. “ტორონტომ” გუნდური კალათბურთი ითამაშა, რვა კალათბურთელს 10 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის საუკეთესო 21 ქულით დემარ დეროზანი გახლდათ. “ტორონტო” 14 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ “კლივლენდს” ჩამორჩებიან.
“მილოუკი” – “ბრუკლინი” 112:103 (25:22, 25:18, 25😺2, 37😺1)

“შარლოტ ჰორნეტსი” –“მინესოტა” 120:125 (29:19, 23😺0, 32:25, 22😺2 o.t. 14:19)

“ფილადელფია” – “ბოსტონი” 106:107 (30:22, 23:23, 21:29, 32😺3)

“ტორონტო” – “ატლანტა” 128:84 (32:22, 30:25, 24:23, 42:14)

“მემფისი” – “ლეიკერსი” 103:100 (25:25, 29😺7, 2820, 21:1😎

“დალასი” – “ჩიკაგო” 107:82 (29:18, 28:27, 25:21, 25:16)

“იუტა” – “დენვერი” 105:98 (24:21, 25:26, 33:16, 23😺5)

“პორტლენდი” – “მაიამი” 99:92 (21:29, 34:20, 18:22, 26:21)

“გოლდენ სტეიტი” – “ფინიქსი” 138:109 (37😺0, 29:27, 42:27, 30:25)
ავატარი
Gaucho ავტორი
#63
უესტბრუკი ჯორდანის, ჩემბერლენის და რობერტსონის გვერდით
***
გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
“ოკლაჰომამ” შინ “ნიუ ორლეანი” 101:92 დაამარცხა. “თანდერის” ლიდერმა რასელ უესტბრუკმა (28 ქულა, 17 მოხსნა და 12 პასი) ზედიზედ მეხუთე (კარიერაში 47-ე) სამმაგი დუბლი შეასრულა და იმ კალათბურთელთა რიცხვს შეუერთდა, ვისაც ზედიზედ ხუთ მატჩში სამმაგი დუბლი შეუსრულებია. ასეთები არიან: მაიკლ ჯორდანი, უილტ ჩემბერლენი და ოსკარ რობერტსონი. ამ მაჩვენებლით რეკორდი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის, რომელსაც ზედიზედ 9 სამმაგი დუბლი აქვს გაკეთებული. “ნიუ ორლეანში” 37 ქულით და 15 მოხსნით ენტონი დევისი გამოირჩა. ESPN-ის ცნობით, მატჩის დასრულების შემდეგ დევისმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მარჯვენა ფეხზე ტრავმა დაუდგინა, რამდენად სერიოზულია დაზიანება ჯერჯერობით უცნობია.
“კლიპერსი” შინ “ინდიანასთან” 102:111 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 35:17 მოიგეს. “ინდიანამ” მეტოქეს გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოუგო, შვიდ კალათბურთელს 12 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის იანგი 17 ქულით გამოირჩა. “კლიპერსი” 16 მოგებით და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს.
“დეტროიტი” – “ორლანდო” 92:98 (27:23, 23😺5, 23:20, 19:20)

“ოკლაჰომა” – “ნიუ ორლეანი” 101:92 (29:26, 20:15, 29:25, 23:26)

“ნიუ იორკი” – “საკრამენტო” 106:98 (26:21, 29:20, 26😺6, 25:21)

“კლიპერსი” – “ინდიანა” 102:111 (28:17, 24😺1, 17😺5, 33:2😎
ავატარი
Gaucho ავტორი
#64
ლიტველი ფორვარტი დონატას მონტეიუნასი “ბრუკლინ ნეტსში” აღარ გადავა და “ჰიუსტონში” კიდევ ოთხი წელი დარჩება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლიტველი ოთხ წელში 37 მილიონ დოლარს მიიღებს.
მონტეიუნასი ტეხასურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს. ფორვარდი ნბა-ს 4-წლიან კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.8 ქულას, 4 მოხსნას და 1.1 პასს აკეთებს.

მსგავსი თემები