AC Milan

57 46
ავატარი
Gaucho
#32
"მილანი" : (შემადგენლობა ნომრების მიხედვით) სებასტიანო როსი, ტომას ჰელვერგი, პაოლო მალდინი, დემეტრიო ალბერტინი, ალესადნრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, ჟენარო გატუზო, ზვონომირ ბობანი, მაურიციო განცი, კრისტიან აბიატი, ტარიბო ვესტი, იბრაჰიმა ბა, რობერტო აიალა, დიეგო დე ასცენტისი, მაქს ტონეტო, ლეონარდო, პიერლუჯი ორლანდიონი, ოლივიერ ბირჰოფი, ჯოსე შამოტი, ფედერიკო ჯიუნტი, მასიმო ამბროზინი, ანდრეს გიულიემინპიერო, ბრუნო ნგოლი, ლუიჯი სალა, სერჟინიო, მარკო საბოტი, რობერტო კოლომბო, კარლო ტეოდორანი, მატია გრაფიდი, ლორენცო როსეტი, ანდრეა რაბიტო, მუჰამედ დატი, სიმონლუკა აგაცონე, მიჩელე ფერი, ფაბრიციო კოლოჩინი, ვალერიო ფიორი, ხოსე მარი.
ავატარი
Gaucho
#33
"მილანი" 2:1 "კროტონე": შეფასებები
* * *
საუკეთესო ფეხბურთელი " მილანის" მხრიდან ამ მატჩში იყო გაბრიელ პალეტა რომელმაც (8.1) შეფასება აიღო.
ყველაზე დაბალი შეფასება კი ნიანგმა მიიღო (5.2).
ავატარი
Gaucho
#34
მონტელა: "მძიმე, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება"
* * *
"ვფიქრობ, ეს იყო მძიმე, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება. კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ მოედანზე გასულმა ფეხბურთელებმა მეტოქის დაუფასებლობა არ გამოხატეს, ზუსტად ამას ვითხოვდი. ბიჭებმა მოიგეს, რაც გვიჩვენებს მენტალურ სიძლიერეს და თამაშისადმი სწორად მიდგომას.
ლაპადულა "სერია A"-ში მოვიდა 26 წლის ასაკში. ადაპტაციის პერიოდი ჰქონდა, ახლა კი შანსს იყენებს. მას შესანიშნავი ქარიზმა აქვს და ყოველთვის ბევრს მუშაობს გუნდისთვის. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და დარწმუნებული, რომ ღირსეულად დაიკავებს "მილანში" ადგილს. მთელი კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით კუცკას დისციპლინარულ სიტუაციაზე. სამწუხაროდ ყვითელი ბარათი მაინც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთით ითამაშა. ძალიან სამწუხაროა.
პენალტი? იერარქია ნათელია: პირველი დამრტყმელი არის ნიანგი, მეორე ლაპადულა, მესამე სუსო. ასე, რომ არანაირი პრობლემა არ არის. მბაიემ სამართლიანად მოითხოვა ბურთი.
ვიცით, რომ ასეთი მატჩები ძალიან რთულია. ყველაზე მეტად მომეწონა ის ფაქტი, რომ გუნდი არ გამოეთიშა თამაშს 90 წუთის განმავლობაში. ნახევარდაცვაში მაღალი სიმჭიდროვეა. პაშალიჩი ზრდას განაგრძობს, იმედი გვაქვს ბონავენტურა და მატი მალე გამოჯანმრთელდებიან. კონკურენცია ძალიან კარგია."
ავატარი
Gaucho
#35
"ნამდვილი გულშემატკივრები სტადიონზე სტვენისთვის არ მოდიან. ისინი გუნდის მხარდასაჭერად მოდიან. როდესაც რთული მომენტი დგება, ზუსტად მაშინ გრძნობ გულშემატკივრის დახმარებას. სვტენა ჩემს თავზე მივიღე, მაგრამ ეს არ დაეხმარება არც გუნდს და არც მე. ყველას გილოცავთ გამარჯვებას, ახლა ყველანი " რომასთან" კარგ შედეგზე ვფიქრობთ."
ავატარი
Gaucho
#36
"ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით და გატანილი გოლით. ეს არის გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება. ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა გოლი შესვენაბამდე. მატჩი 93 წუთი გაგრძელდა და ბოლომდე ვითამაშეთ, არ დავნებდით.
ჩემი მდგომარეობა? ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მქონდეს სათამაშო დრო. რომ მივაღწიო ფორმის პიკს, უნდა ითამაშო.
" რომა "? ეს იქნება მნიშვნელოვანი თამაში, მეორე ადგილისთვის."
ავატარი
Gaucho
#37
"სან სირო" ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სტადიონია იტალიაში. პირველად დავიწყე სახლის თამაშებში, პირველივე წუთებიდან მატჩი, და ძალიან მინდოდა გოლის გატანა. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება.
კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ჯერ არაეფრი გამიკეთებია. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი ერთობლივი თაგადასავლის. გამარჯვება მთლიანად გუნდის დამსახურებაა.
ნიანგის აცილებული პენალტი? ეს ჩემი ბრალი იყო, რომ პენატლის დარტყმის ინიციატივა გამოვიჩინე. (პენალტების შესრულება ნიანგს ევალებოდა).
მინდა ვისარგებლო ამ მომენტით, გამარაჯვება და ჩემი გოლი მივუძღვნა " შაპაკოენსეს ". Forza Chape, თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩვენს მეხსიერებაში !" დაასრულა ლაპადულამ Sky Sport Italia-თან ინტერვიუში.
ავატარი
Gaucho
#38
სპორტული ჟურნალი The Sun იტყობინება, რომ ლონდონური კლუბი მზად არის ბაკასთვის 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამჟამად არსენ ვენგერის გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია, მათ შორის კი ფრანგი თავდასხმელი ოლივიე ჟირუ. "მილანის" ხელმძღვანელობა კი კოლუმბიელს 25-30 მილიონ ევროდ აფასებს. "არსენლათან" ერთად ბაკასთვის ასევე იბრძოლებს 2 ევროპული კლუბი
"პსჟ" და "სევილია" .
ავატარი
Gaucho
#39
"პრეზიდენტი საკმაოდ დაძაბული იყო მთელი მატჩის განმავლობაში. წინა სეზონში ბევრ მატჩს წავაგებდით ასე, მაგრამ ამ სეზონში ასე არ ხდება. მატჩის შემოტრიალება არასდროს არის მარტივი, "კროტონე" ნამდვილად კარგი მეტოქეა.
ლაპადულა სილვიო ბერლუსკონის წყალობით შევიძინეთ, რომელმაც ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა: "ლაპადულა უნდა შევიძინოთ" და ასეც მოხდა. სხვა გუნდებსაც სურდათ მისი გაფორმება, მაგრამ ჩვენ დავასწარით. ვადარებ თუ არა ბონინსენას? დიახ, ის ასეთი ტიპის მოთამაშეებს მაგონებს. ასევე ამ ბიჭების ტემპერამენტები კაპელოს დროინდელ "მილანს" მაგონებს.
სატრანსფერო ბაზარი? ამაზე არ ვფიქრობთ, ფოკუსირებული ვართ მოედანზე. მხოლოდ ის ფიქრობს მომავალზე, ვინც აგებს.
პაშალიჩი ძალიან ნიჭიერია. მისი მოსვლა მე და მაიორინომ გადავწყვიტეთ. მჯერა მისი ნიჭის, რაც ძალიან დიდი აქვს. სუსოც ასევე დიდებული ფეხბურთელია. ნიანგის ცუდი თამაში? ის იყო ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც მინდოდა მოვფერებოდი მატჩის ბოლოს, იმიტომ, რომ ვინც იბრძვის სწორედ მათ სჭირდებათ მოფერება და არა იმათ ვისაც გოლი გააქვს. პენალტი? არაფრის თქმა არ მინდა ამაზე ახლა, ახლა მატჩს ვუყურებ განმეორებით."
ავატარი
Gaucho
#40
ოქროს სანაგვე - ეს არის პრიზი, რომელიც იტალიის საფეხბურთო ლიგებში ერთი კალენდალური წლის მანძილზე ყველაზე ცუდ ფეხბურთელს გადაეცემა. გამარჯვებულის გამოვლენა ხმის მიცემით ხდება.
ამ წლის ლიდერი გუნდი, რომლიდანაც სამი ფეხბურთელია წარმოდგენილი, "ინტერია" . თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი, ნახევარმცველები ფელიპე მელო და ჯოდრი კონდოგბია ესენი ის მოთამაშეები არიან, რომლებიც ოქროს ურნის პრედენტენდები არიან.
გარდა ამისა, კიდევ ერთი ფეხბურთელია "ინტერის" მფლობელობაში ნომინატთა სიაში, ეს არის მარტინ მონტოია, რომელიც არენდის წესით
"სამპდორიაში" ირჯება.
"ნეძარუარის" ფეხბურთელების გარდა, სიაში არიან ასევე
"მილანის" ფეხბურთელები: დიეგო ლოპესი და ლუის ადრიანო. ინგლისელი გარემარბი რაველ მორისონი, მარიო სუარესი, რომელიც 15 მილიონად შეიძინეს ფლორენციელებმა, ხოლო ერთი წლის შემდეგ 5,3 მილიონად გაიყიდა "ოუტფორდში" .
ხმის მიცემა შესაძლებელია ახალ წლამდე.
გასულ წელს აღნიშნული პრიზის მფლობელი ხუან იტურბე გახდა. შეჯიბრების რეკორდსმენი ადრიანოა, რომელსაც ოქროს სანაგვე 3_ჯერ აქვს მოგებული.
ავატარი
Gaucho
#41
"რომას" 26 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი კევინ სტროტმანი 12 დეკემბერს "მილანთან" გასამართ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებსს.
დისკვალიფიკაციის მიზეზი
"ლაციოსთან" გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტი გახლდათ. ჰოლანდიელმა გოლის აღნიშვნის შემდეგ "ლაციოს" ერთ-ერთ ფეხბურთელს წყალი შეასხა. ხოლო შემდეგ "ლაციოს" ფეხბურთელმა ხელი მოკიდა და სტროოტმანი მიწაზე დააგდო ამის დანახვაზე არბიტრმა ეს ყველაფერი არასპორტულ საქციელად მიიჩნია სტროტმანს ყვითელი ბარათი უჩვენა. ჰოლანდიელს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება სიმულაციის გამო. "მილანთან" მატჩის შემდეგ "რომა" გასვლაზე
"იუვენტუსს" ეთამაშება სადაც სტროოტმანს კვლავ დისკვალიფიკაცია ექნება და გუნდს ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება ასევე "რომას" 24 წლის ეგვიპტელ ნახევარმცველს მოჰამედ სალაჰს ისიც გამოტოვებს მატჩს "მილანთან" . სალაჰმა ტრავმა ვარჯიშზე თავის თანაგუნდელმა ვერმაელენმა მიაყენა.
ავატარი
Gaucho
#42
"მილანი" სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ რომ "რომასაც" 32 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უპირატესობით უსწრებს "მილანს" და მე-2 ადგილს იკავებს. 15-ე ტურში მილანელებმა ლაპადულას წყალობით შინ "კროტონესთან" მატჩი 2-1 მოიგეს.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე "მილანისთვის" აღნიშნული მატჩი რათქმაუნდა მნიშვნელოვანი იქნება.
სტატისტიკა
"მილანმა" გასვლაზე "რომასთან" ბოლოს 2012 წელს ანგარიშით 4-2 წააგო.
ხოლო ბოლო მატჩი გასვლაზე
"მილანმა" "რომასთან" 2011 წელს ანგარიშით 2-3 მოიგო
გასვლაზე ბოლო 3 მატჩიდან "როსონერიმ" 2-ჯერ იმარჯვა.
"რომამ" შინ ბოლო 3 მატჩიდან 3 მატჩი მოიგო.
"რომას" და "იუვენტუსს"
მიმდინარე სეზონში ყველაზე ბევრი გოლი აქვთ გატანილი +19,
"მილანს" კი +8.
ავატარი
Gaucho
#43
ავატარი
Gaucho
#44
ავატარი
Gaucho
#45
როგორც Corriere dello Sport იტყობინება "მილანი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფოს.
ზამთრის ტრანსფერზე "მილანში" გადმოყვანის ერთ-ერთი პრეტენდენტი 28 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ალეხანდრო გომესი იქნება.
არგენტინელს "ატალანტაში" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აქვს. მიმდინარე სეზონში გომესს "სერია ა" -ში 15 მატჩი აქვს ჩაატარებული აქედან და 3 გატანილი გოლი.
ავატარი
Gaucho
#46
"მილანს" მე-16 ტურში რომში გასვლა მოუწევს სადაც "რომას" დაუპირისპირდება ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მეტად დაძაბული იქნება, რადგან ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვთ.
La Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ "მილანის" იტალიელი და ჩილელი ნახევარმცველი ბონავენტურა და ფერნანდესი მზად იქნებიან რომში სათამაშოდ. სამწუხაროდ კუცკა რომში შეხვედრას გამოტოვებს, რადგან მას ყვითელი ბარათები დაუგროვდა და 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. რაც შეეხება ბონავენტურას ის შეიძლება ნიანგის მაგივრად ვიხილოთ, რადგან წინა შეხვედრაში ფრანგმა ცუდად ითამაშა.

მსგავსი თემები

Nukri ·· კლუბები
5პასუხი7ნახვა
ავატარიNukri4 დეკ 2014, 20:46